მელიქიშვილის გამზირზე, სავარაუდოდ, ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს. გამზირზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება, _ იუწყება ipn.ge.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ მომიტინგეებს გამზირის დატოვებისკენ მოუწოდა.
ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციონერი ლიდერებიც.
დაკავებულია რამდენიმე პირი. დაკავებულების გარდა, დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადით ტერიტორიიდან გაიყვანეს.