თბილისში, ე.წ. გლდანის ხიდებთან მომხდარი ავარიის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი,_ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, დაზიანებები მსუბუქია და დაზარალებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.
როგორც შსს-მ “რუსთავი 2-ს” განუცხადა, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.