გუშინდლამდე ორიდან ორი გამარჯვებით ლიდერობდნენ პორტუგალიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სენიორ მოჭადრაკეთა შორის წარმოშობით სამტრედიელი სოფიო ტერელაძე(+50), მიხეილ კეკელიძე (+50) და ზურაბ სტურუა (+65). ჩემპიონატის მეოთხე ქართველი მონაწილის, ნონა გაფრინდაშვილის აქტივში 1,5 ქულა იყო. მესამე ტურში ქართველ მოჭადრაკეებს საკმაოდ ძლიერ მეტოქეებთან მოუწიათ თამაში.
\სოფიო ტერელაძე – მარინა მაკროპულო; მაშა კლინოვა – ნონა გაფრინდაშვილი; მიხეილ კეკელიძე – ედუარდას როზენტალისი; ერიკ ბოლარდი – ზურაბ სტურუა. სოფიო ტერელაძე და მიხეილ კეკელიძე თავიანთ მოწინააღმდეგეებთან ყაიმზე შეთანხმდნენ, ხოლო ზურაბ სტურუამ მესამე თამაშიც მოიგო. სამი თამაშის შედეგით სოფიო ტერელაძის აქტივში ორნახევარი ქულაა. ჩემპიონატი 28 ნოემბერს დასრულდება. სოფიო ტერელაძეს კიდევ შვიდი თამაში აქვს დარჩენილი.
ავტორი