ამ დილით საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა და რამდენიმეს სამინისტროს ხელმძღვანელების კანდიდატები წარადგინა.
საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე პარლამენტს მაკა ბოჭორიშვილი კანდიდატურა წარედგინება, იუსტიციის მინისტრის პოსტზე _ ანრი ოხანაშვილი, ხოლო გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე _ დავით სონღულაშვილი.