მე-11 მოწვევის პარლამენტის სხდომა დაიწყო, რომელსაც უხუცესი წევრი, ლადო კახაძე უძღვება. როგორც მან განაცხადა, რეგისტრაცია გაიარა 89 დეპუტატმა, შესაბამისად, პარლამენტი უფლებამოსილია სხდომა ჩაატაროს.
„როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტის პირველ სხდომას არ ესწრება საქართველოს პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 85-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მე, როგორც სხდომაზე დამსწრე პარლამენტის უხუცესი წევრი, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას გახსნილად ვაცხადებ. პარლამენტის აპარატიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გაცნობებთ, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომისთვის რეგისტრაცია გაიარა საქართველოს პარლამენტის 89 წევრმა. სხდომა უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ.
წყარო: იმედინიუსი