გლდანში, 80 წლამდე ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
მეზობლებმა სახლში მას შემდეგ მიაკითხეს, რაც ის რამდენიმე დღის განმავლობაში არ გამოჩენილა.
პირველადი ინფორმაციის თანახმად, ქალს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება.
როგორც “რუსთავი 2-ს“ შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მიუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
წყარო: rustavi2