აღმოსავლეთ-საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალის რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდებიან. მიზეზი ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში მოსული თოვლია.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში რადიო თავისუფლებას უთხრეს, მაგისტრალის ეს მონაკვეთი ჩაკეტილი არ არის, თოვლისგან გზის გაწმენდა რამდენიმე საათის წინ დაიწყო და ამ წუთებშიც გრძელდება.
წყარო: რადიო თავისუფლება