“ქართული ოცნების” გვერდზე თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადება ვრცელდება.
როგორც კალაძე აცხადებს, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები სიცრუეა.
“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებული განცხადებები სიცრუეა.
მიმდინარე წლის დეკემბერში ევროკავშირს აქვს შესაძლებლობა, საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაუხსნას”,_ განაცხადა კახა კალაძემ.