„ჩვენ უკანონოდ დაპატიმრებულებს მოვემსახურებით არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით, არავის დავტოვებთ სამართლებრივი უზრუნველყოფის გარეშე, რადგან ადამიანებმა თავი არ იგრძნონ მარტო და დაუცველად,“ _ განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ იურისტმა, ლაშა ტყეშელაძემ.
„200-ზე მეტი ადამიანია დაკავებული ამ დრომდე, ზოგი ადმინისტრაციული მუხლით, ზოგი სისხლის სამართლის მუხლით. ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის მხარდაჭერა ამ ადამიანების მიმართ, რადგან თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ სასამართლო კლანის მეშვეობით სასამართლოში დამყარებულია დიქტატურა. ერთი ფურცლის მეშვეობით შეუძლიათ ადამიანების დაკავება. ადვოკატები, მე და ჩვენი იურისტების გუნდი ვიბრძოლებთ ბოლომდე, ათობით ადამიანი მოვინახულე იზოლატორში და ყველა არის ნაცემი და ყველას გაუსწორდნენ ფიზიკურად. ერთი ბიჭი, რომელიც არის სასტიკად ნაცემი დღემდე არის იზოლატორში და შემდეგ ეს სასამართლო კლანი ეცდება, რომ გაასამართლოს ეს ადამიანი. ამ ადამიანს სცემდა 10 ადამიანი, აგინებდნენ დედას და ეს ადამიანი სთხოვდა პოლიციელებს, რომ არ შეეგინებინათ დედა, რადგან დედა ჰყავს გარდაცვლილი და მაინც აგრძელებდნენ. არა მხოლოდ აგინებდნენ, ეუბნებოდნენ, რომ პირი გააღე, უნდა ჩაგაფურთხო და აფურთხებდნენ ამ ადამიანს, რაც არის არაადამიანური მოპყრობა და ჩვენ ყველა ადამიანს გავუწევთ იურიდიულ მომსახურებას არა მხოლოდ თბილისში, რამედ მთელი საქართველოს მასშტაბით, რადგან ადამიანებმა თავი არ იგრძნონ მარტო, არ იგრძნონ დაუცველად.
როდესაც მე შევდივარ ამ ადამიანებთან, ყველა არის ფიზიკურად ნაცემი, ეტყობათ მრავალჯერადი დაზიანებები. ჩალეწილი აქვთ ლავიწის ძვლები, სახეზე აქვს სხვადასხვა დაზიანებები, მაგრამ ამბობენ ერთადერთ რამეს, რომ არ უნდა დაიშალოს აქციები და ერთი სული აქვთ გამოვიდნენ და თითოეული მათგანი იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ, ისევ აქციაზე ბრუნდებიან. ჩვენ არავის დავტოვებთ სამართლებრივი უზრუნველყოფის გარეშე, შევაგროვებთ ყველა დოკუმენტაციას, რადგან ისტორიამ ამ ჯალათებს გასცეს პასუხი და ევროსასამართლოში და ქართველი ხალხის სასამართლომ,“ – განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
ტყეშელაძის აღნიშნულ განცხადებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს.