“მითების დეტექტორის” ინფორმაციით, postv რობინ დანიგანის სახელით ყალბ ციტატებს ავრცელებს.
როგორც “მითების დეტექტორი” იუწყება, 4 დეკემბერს სამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიამ POSTV ფეისბუქზე გამოაქვეყნა საქართველოში ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანის სამი ციტატა (1; 2; 3). ყველა მათგანში ელჩი მიმდინარე პროტესტისას დემონსტრანტების მიერ ვანდალიზმისა და ინფრასტრუქტურის განადგურების, ჟურნალისტებსა და სამართალდამცავებზე ძალადობის შემთხვევების გამო შეშფოთებსაც გამოთქვამს. მედია პოსტებს თან ურთავს აღწერას: “ასეთი უნდა იყოს ობიექტური ელჩის კომენტარი მომიტინგეების მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე.” ელჩის ციტატაზე გამოხმაურებით ჩანს, რომ მომხმარებლების ნაწილი მათ რეალურად აღიქვამს და სჯერა, რომ ელჩმა მომიტინგეების მხრიდან ძალადობა დაგმო.
რობინ დანიგანის მსგავსი ციტატები ღია წყაროებში არ იძებნება. ისინი არ გამოქვეყნებულა არც საელჩოს სოციალური ქსელის გვერდებზე (1;2), ასევე არც ვებ-გვერზე. ელჩის მსგავსი განცხადება არც მედიას გაუვრცელებია (1;2;3). დამატებით, “მითების დეტექტორს” ამერიკის საელჩოში დაუდასტურეს, რომ ელჩ დანიგანს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.
ვრცლად: მითების დეტექტორი