“მოვუწოდებ ახალგაზრდებს, რომ არ ჩააგონ ხმალი ქარქაშში, რომ დაიწყებ საქმეს, ბოლომდეც უნდა მიიყვანო”, – ამის შესახებ მსახიობმა ლეო ანთაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
“თითქოს ნეტარებას განიცდიან ბავშვების ცემა-ტყეპასა და წამებაში, ეს სადიზმია, ეს არაადამინობაა, საიდან გაიზარდა ასეთი ხალხი? თუ პოლიციის აკადემიაში ასწავლიან ასეთი სიმხეცეს, უნდა დაიხუროს ის აკადემია, ასე შეიძლება ადამიანი აღზარდო, რომ ასეთი მხეცი იყოს? რა თავგამოდებით სცემენ, კლავენ ხალხს. თურმე, აირწინაღებს ართმევენ ახალგაზრდობას, მოიწამლეთ და მოკვდითო. მიზნმიმართულად ხდება, რომ ეს ახალგაზრდობა მოწამლონ და დახოცონ.
ბოლო გაფართხალებაა ამათი, კუთხეში არიან მიმწყვდეულნი, ვირთხას რომ მიიმწყვდევ, შეიძლება გიკბინოს, ყველა ღონეს ხმარობენ, რომ ჩაახშონ, მაგრამ არ გამოვა ეგ ამბავი, ქართველი ადამიანი სხვა მენტალიტეტისაა, ეშლებათ მაგათ, რაც უფრო მეტ წნეხს განახორციელებნ უფრო უკურეააქციას მიიღებენ, ამას ვხედავთ ყოველდღიურად, არ დაიშლება ეს ხალხი“,- განაცხადა ლეო ანთაძემ.