საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
“მინდა მივმართო ყველას, ვინც კიდევ ავლებს პარალელებს იმ „9 წელთან“:მაშინ პოლიციისადმი ნდობა 60%-ს აღემატებოდა და ახლა პრაქტიკულად ნულზეა დაცემული.
ამჯერად დიქტატურამ მიიღო გადაწყვეტილება, პირდაპირ კრიმინალები მიღოს პოლიციის რიგებში, ვინაიდან არსებული პოლიციის ნაწილი მაინც რაღაც წესებს ემორჩილება. მათ კი „ბესპრედელშიკები“ სჭირდებათ. იანუკოვიჩს ზუსტად ასე ჩამოჰყავდა სპეცრაზმში დონეცკიდან და ყირიმიდან ე.წ. „მურჩაშჩიე“-ს ქუჩის კრიმინალები, მაგრამ ამან სიტუაცია უფრო დაუმძიმა.
მინდა უკანონო ბრძანებების ყველა შემსრულებელს შევახსენო, რომ ივანიშვილმა და ბაშარ ალ-ასადმა ბოლო წლის განმავლობაში ერთდროულად შეისყიდეს დიდძალი უძრავი ქონება მოსკოვში.
ასადმა იანუკოვიჩის, ასლან აბაშიძის და ივანიშვილის მახლობლად იყიდა სახლი და ასევე “მოსკოუ სიტი”-ში 40მლნ $ ღირებულების 19 ბინა.
ასე რომ, დიქტატორი ნამდვილად არ აპირებს თავი შეაკლას ქვეშევრდომებს და აი, ამ უკანასკნელებს კი ნამდვილად უნდა ჰქონდეთ თავსატეხი”,_ წერს სააკაშვილი.