დღეს, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ტელეკომპანია პირველი ოპერატორს გიორგი შეწირულს კიდევ ერთხელ გამოკითხავს.
გუშინ, 11 დეკემბერს მედიაომბუდსმენის ჩართულობით ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ საგამოძიებო სამსახურს გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ გიორგი შეწირულს შავებში ჩაცმული, ნიღბიანი უცნობი პირები 7 დეკემბერს, ღამით დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ თბილისის ცენტრში, პარლამენტიდან რამდენიმე მეტრში, ბესიკის ქუჩაზე. ჟურნალისტი და ოპერატორი ინგოროყვას კლინიკიდან ახლახან გამოწერეს
ამ დრომდე გამოძიებას დამნაშავე პირები არ გამოუვლენია.