“ჩვენ, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები, არ ვცნობთ და არ ვაღიარებთ თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, მის არცერთ შტოს!
მთელი ცივილიზებული სამყარო, საქართველოს ლეგიტიმური პოლიტიკური სპექტრი და მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა მოვითხოვთ პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!
ხაზგასმით ვაცხადებთ, სახელმწიფოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი არის პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი! არ ვცნობთ 14 დეკემბერს ჩანიშნულ ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებს!
შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან არსებობს ერთადერთი გამოსავალი – ახალი, სამართლიანი არჩევნები!”_ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კუპრაძემ.