სტრასბურგში საქართველოს საკითხზე დღეს კიდევ ერთი დებატები გაიმართება. საქართველოს საკითხზე დებატების ჩატარება ევროპარლამენტში რასა იუკნევიჩიანემ მოითხოვა.
ევროპარლამენტში მიიწვიეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა.
როდის იქნება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართვა, ჯერ უცნობია. მეცოლა ევროპარლამენტის სახელით ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ კატეგორიულად გმობენ, რეპრესიებსა და ძალის გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.