“მესამე იყო საქართველოს საკითხი.
საქართველოს მოსახლეობისთვის სიტუაცია პოზიტიური მიმართულებით არ ვითარდება. დემოკრატიები არ ახშობენ ოპოზიციის ხმებს და არ ზღუდავენ მედიის თავისუფლებას.
საპასუხოდ, ჩვენ დავაქვეითეთ პოლიტიკური კონტაქტების დონე და შევწყვიტეთ საქართველოს მთავრობის დაფინანსება.
დღეს ჩვენ შევთანხმდით დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე და ევროკომისია წინადადებას უკვე წელს წარადგენს.
ასევე განვიხილეთ საქართველოს მაღალჩინოსნების დასანქცირება, რომლებიც მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის უკან დგანან.
ასევე გავაგრძელებთ საქართველოს მოსახლეობის გვერდში დგომას, მათ შორის დაფინანსების გადამისამართებით ხელისუფლებიდან სამოქალაქო საზოგადოებაზე, საქართველოს მოსახლეობასა და დამოუკიდებელ მედიაზე.
იმიტომ, რომ საქართველოს მომავალი, მისი ხალხისთვისაა და საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია, როგორი იქნება ის”,_ განაცხადა კაია კალასმა.