https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო

    დონალდ ტრამპი – გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო

    დონალდ ტრამპი – გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სამოქალაქო აქტივისტების უკანონო დაკავების შემთხვევებს აფასებს

16:14; 17.12.2024
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება უკანასკნელი დღეების განმავლობაში საპროტესტო აქციის მონაწილეების ქუჩებში და სახლებთან დაკავების შემთხვევებს და მიიჩნევს, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები აჩენს ეჭვს, რომ მათი განყოფილებაში გადაყვანის რეალური მიზანი დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო მათი დასჯაა და არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირება.

“როგორც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით დგინდება, გასული დღეების განმავლობაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის, ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი ვატო ბჟალავა და სამოქალაქო აქტივისტი ნიკო მანაგაძე. ხოლო ექიმი რამაზ ზოსიაშვილი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და შემდეგ ხელწერილით გაათავისუფლეს. აღსანიშნავია, რომ დაკავებულთაგან არცერთი პირი პოლიციას უშუალოდ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას არ დაუკავებია, ისინი ქუჩაში, საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ, ან მომდევნო დღეებში მათი საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს დააკავეს.

კონსტანტინე ჩახუნაშვილის დაკავება

კონსტანტინე (კოტე) ჩახუნაშვილი სამართალდამცავებმა 2024 წლის 9 დეკემბერს, ნუცუბიძის ქუჩაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლით დააკავეს. პოლიციის თანამშრომლები განმარტავდნენ, რომ კ. ჩახუნაშვილი არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას, ხოლო დაკავებული პირი უთითებდა, რომ იგი ავტომობილით გადაადგილების დროს შეაჩერეს, მას წინ საპატრულო პოლიციის ავტომობილი, ხოლო უკან კრიმინალური პოლიციის კუთვნილი ორი ავტომობილი გაუჩერეს, რის შემდგომაც გადმოვიდა ავტომობილიდან და დააკავეს.

კოტეს ადგილსამყოფლის შესახებ მისმა ახლობლებმა რამდენიმე საათის განმავლობაში არაფერი იცოდნენ. მისი მანქანა მიტოვებული იპოვეს და მხოლოდ მოგვიანებით გაირკვა, რომ იგი პოლიციელებმა განყოფილებაში გადაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ კ. ჩახუნაშვილი, 2024 წლის 28 ნოემბრიდან მონაწილეობას იღებს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებში და როგორც იგი მედიასთან აღნიშნავდა, 9 დეკემბერს დაკავებამდე, იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოსაკითხად დაიბარეს, ხოლო მას შემდეგ, რაც პოლიციის განყოფილებაში მისვლაზე უარი განაცხადა და გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის წინაშე ითხოვა, იგი დააკავეს.

ვატო ბჟალავას დაკავება

რონდელის ფონდის მკვლევარი ვატო ბჟალავა 2024 წლის 12 დეკემბერს, აბაშიძის ქუჩაზე დააკავეს. ამ შემთხვევაშიც პოლიციის თანამშრომლები უთითებდნენ, რომ აბაშიძის ქუჩაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, საეჭვოდ მიიჩნიეს ვატო ბჟალავა, შეაჩერეს იდენტიფიცირების მიზნით, თუმცა მან პოლიციის თანამშრომლებს არ გადასცა პირადობის მოწმობა და შეაგინა. ვ. ბჟალავას განმარტებით, იგი აბაშიძის ქუჩაზე ძაღლთან ერთად მიდიოდა, საკვების საყიდლად შევიდა სუპერმარკეტში და გამოსვლისთანავე, მას მიუახლოვდა სამი სამართალდამცავი, რომლებმაც მოსთხოვეს პირადობის მოწმობა, გადაცემის შემდეგ უთხრეს, რომ ტელეფონზე გაეთიშა ე.წ. ლაივი და განუმარტეს, რომ იყო დაკავებული. ვ. ბჟალავას განმარტებით, პოლიციის თანამშრომლებმა ძმასთან დაკავშირებისა და ძაღლის მისთვის დატოვების შესაძლებლობაც კი არ მისცეს.

ადმინისტრაციული წესით დაკავებამდე ერთი დღით ადრე, პოლიციის თანამშრომლებმა ვ. ბჟალავა შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოჰკითხეს.

რამაზ ზოსიაშვილის დაკავება

2024 წლის 12 დეკემბერს დააკავეს ექიმი რამაზ ზოსიაშვილიც; სამართალდამცავებმა იგი ჯერ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, ხოლო მოგვიანებით ხელწერილით გაათავისუფლეს. როგორც დაკავებული ექიმი აღწერს, იგი ავტომობილით მართვის დროს, საპატრულო პოლიციამ ორთაჭალაში შეაჩერა, ზედაპირულად დაათვალიერეს, აღმოუჩინეს ფარანი, რომელიც კანონსაწინააღმდეგო ნივთად მიიჩნიეს, გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, დააწერინეს ახსნა-განმარტება და შემდგომ ხელწერილით გაათავისუფლეს. რამაზ ზოსიაშვილი აქტიურად მონაწილეობს საპროტესტო აქციებში და მისივე თქმით, 12 დეკემბერს აქციაზე ყოფნის დროს, პარლამენტის წინ განთავსებულ ნაძვის ხეს ფარანს ანათებდა.

ნიკო მანაგაძის დაკავება

2024 წლის 14 დეკემბერს, ღამით, კოსტავას ქუჩაზე სამოქალაქო აქტივისტი ნიკო მანაგაძე და მისი მეგობარი დააკავეს.

ამ შემთხვევაშიც, პოლიციის თანამშრომლები უთითებენ, რომ ნ. მანაგაძე არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას. ნ. მანაგაძის ადვოკატის განმარტებით კი, კოსტავას ქუჩაზე ჩასაფრებულმა პირებმა, რომელთა ნაწილსაც ნიღაბი ეკეთა, ნიკო მანაგაძე უკანონოდ დააკავეს, ჩასვეს ავტომობილში და დიღმის სამმართველოში მიიყვანეს. ძალოვნებს სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ, რის გამოც მათი სამართალდამცავებად იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო. გზაში, პოლიციის თანამშრომლები ნ. მანაგაძეს ეუბნებოდნენ რომ იგი პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

აღსანიშნავია, რომ ნ. მანაგაძე დაკავებამდე ერთი დღით ადრე პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს, რაზეც მან უარი განაცხადა და მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვა ითხოვა. ნიკოს თქმით, დაკავების შემდეგ, ნიღბიანებმა ავტომობილში ჰკითხეს მას, თუ რატომ არ მივიდა განყოფილებაში და “რატომ აწვალებდა” პოლიციელებს.

ზემოთ აღწერილ ყველა შემთხვევაში, სამართალდამცავები უთითებენ, რომ დაკავებულები ,,პოლიციის შესახებ“ კანონის შესაბამისად იდენტიფიცირების ან ზედაპირული დათვალიერების მიზნით შეაჩერეს, თუმცა, კომუნიკაციის დროს დაკავებულებმა პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, არ დაემორჩილნენ კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეების დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს. ამის საპირისპიროდ, ყველა დაკავებული განმარტავს, რომ ისინი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა ქუჩაში შეაჩერეს და იდენტიფიცირების შემდგომ დააკავეს. სამოქალაქო აქტივისტების თქმით, მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ჩაუდენიათ.

ამასთან, ადმინისტრაციული დაკავების ფაქტებიდან სამ შემთხვევაში (მანაგაძე, ჩახუნაშვილი, ბჟალავა), დაკავებულები საგამოძიებო უწყებების მიერ იყვნენ დაბარებული დემონსტრაციებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში და სამივე მათგანმა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვა არჩია. ეს გარემოება, ისევე როგორც ნიკო მანაგაძესთან პოლიციელების კომუნიკაციის ღია შინაარსი („რატომ არ მოხვედი?“ „რას გვაწვალებ“) აჩვენებს რომ სამართალდამცავები, შესაძლოა, ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკას იყენებდნენ „ურჩი“ აქტივისტების დასასჯელად, რომლებიც სარგებლობენ საკუთარი უფლებით გამოიკითხონ მაგისტრი მოსამართლის წინაშე და ამგვარად, სათანადოდ დაიცვან საკუთარი უფლებები.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული დაკავება წარმოადგენს უკანასკნელ საშუალებას, რომელიც შეიძლება პოლიციის თანამშრომლებმა გამოიყენონ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად, როცა ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები, პიროვნების დასადგენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შესადგენად, თუ ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის დროულად და სწორად განხილვისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების აღსრულების უზრუნველსაყოფად. იმ შემთხვევაში თუ მსგავსი აუცილებლობა არ იკვეთება, პოლიციის თანამშრომლებს არ აქვთ დაკავების უფლება და მათ მიერ გამოყენებული იძულების ეს ზომა უკანონოა.

განსახილველ შემთხვევებშიც, სწორედ უკანონო დაკავების ნიშნები იკვეთება, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის თანამშრომლები ფორმალურად დაკავებულების მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენაზე უთითებენ, არცერთ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დაკავებულების მხრიდან რაიმე გადაცდომას. ფაქტობრივად დაკავების ყველა შემთხვევაში მტკიცებულების სახით შინაგან საქმეთა სამინისტროს მხოლოდ პოლიციის ორი თანამშრომლის ჩვენებას წარმოადგენს, ხოლო თავად აქტივისტები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას უარყოფენ. შესაბამისად, ობიექტური მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, კიდევ უფრო მყარდება ეჭვი, რომ სამოქალაქო აქტივისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფუძვლოდ აკავებენ.

დაკავებულ აქტივისტებში არსებობს განცდა, რომ საცხოვრებელ ადგილებთან პოლიციის მხრიდან მათი მიზანმიმართული და წინასწარ ორგანიზებული დაკავების მიზანი პროტესტის მონაწილეების დასჯა და დაშინებაა. პოლიციის ამგვარი ქცევა მოქალაქეებში აჩენს განცდას, რომ ისინი არა მხოლოდ შეკრების ადგილას, არამედ სხვა დღეებში საცხოვრებელ სივრცეებშიც არ არიან დაცულები და საპოლიციო დევნამ და კონტროლმა შეიძლება ტოტალური ფორმები მიიღოს.

განზრახ უკანონო დაკავება დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლით და დანაშაულის შემადგენლობა სახეზეა მაშინ, როდესაც სამართალდამცავები სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აკავებენ პირს. მნიშვნელოვანია, რომ უკანასკნელ პერიოდში გამოვლენილი აქტივისტების დაკავების შემთხვევები სათანადოდ იყოს გამოძიებული პროკურატურის მიერ და კონკრეტული პოლიციელების ქცევას სათანადო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვეს.

სამწუხაროა, რომ არსებული სასამართლო სისტემა ვერ ახერხებს დააკმაყოფილოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს საბაზისო პირობებიც კი და მოქალაქეების უსაფრთხოებას, თავისუფლებას და სხვა უფლებებს სათანადოდ დაიცვას საპოლიციო თვითნებობისგან და რეპრესიისგან. ამ დრომდე აქციებზე ან აქციებთან დაკავშირებით დაკავებული 500-მდე პირის საქმეზე სასამართლოს პრაქტიკულად არცერთი ადამიანის მიმართ არ შეუწყვეტია ადმინისტრაციული წარმოება, რაც სასამართლო კონტროლის არარსებობასა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის დისფუნქციონირებას აჩვენებს.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს:

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს – უზრუნველყოს სამოქალაქო აქტივისტებისა და საპროტესტო აქციის მონაწილეების შეკრებისა და გამოხატვის უფლების სათანადო პატივისცემა და შეწყვიტოს აქტივისტების უსაფუძვლო დაკავების და დაკავების პროცესში მათი უფლებების დარღვევის პრაქტიკა;
  • საქართველოს გენერალურ პროკურატურას – უზრუნველყოს სავარაუდო უკანონო დაკავების შემთხვევების გამოძიება და პასუხისმგებელ პირთა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა.
  • საქართველოს საერთო სასამართლოებს – დაიცვან კონსტიტუციისა და კანონის მოთხოვნები და გადაწყვეტილებების მიღებისას, განუხრელად სცენ პატივი ადამიანის უფლებათა სტანდარტებს”,_ ნათქვამია განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სამართალი

ადვოკატი: სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო ბაჩო ქაჯაიას საჩივარი

14:36; 11 დეკემბერი, 2025
სამართალი

საიამ სტრასბურგში “გავრილოვის ღამის” საქმე მოიგო

14:02; 11 დეკემბერი, 2025
სამართალი

გენერალურმა ინსპექციამ შუახევის რაიონული სამმართველოს უფროსი და ამავე სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსი დააკავა

13:59; 11 დეკემბერი, 2025
სამართალი

სუს-ი – არც საქართველოს და არც ისრაელის სპეცსამსახურებს საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების საფრთხის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონიათ

12:56; 11 დეკემბერი, 2025
სამართალი

უმძიმესი ავარია ნაძალადევში – მანქანა ჯერ შვილს დაეჯახა, შემდეგ _ დედას

11:22; 11 დეკემბერი, 2025

ოხანაშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა

"კრიზისი გაცდა პოლიტიკის საზღვრებს"- თავისუფალი ბიზნესები

ყველა სიახლე

საზოგადოება

ხე-ტყის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი გამკაცრდა

15:29; 11.12.2025
საზოგადოება

როგორია ეპიდსიტუაცია ქვეყანაში – პაატა იმნაძის განცხადება

15:19; 11.12.2025
პოლიტიკა

იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

15:09; 11.12.2025
სამართალი

ადვოკატი: სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო ბაჩო ქაჯაიას საჩივარი

14:36; 11.12.2025
სამართალი

საიამ სტრასბურგში “გავრილოვის ღამის” საქმე მოიგო

14:02; 11.12.2025
სამართალი

გენერალურმა ინსპექციამ შუახევის რაიონული სამმართველოს უფროსი და ამავე სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსი დააკავა

13:59; 11.12.2025
მსოფლიო

დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო

13:49; 11.12.2025
სამართალი

სუს-ი – არც საქართველოს და არც ისრაელის სპეცსამსახურებს საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების საფრთხის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონიათ

12:56; 11.12.2025
საზოგადოება

მოსალოდნელია ქარბუქი, თოვლი, ნისლი – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

12:35; 11.12.2025
ფინანსები

2026 წლიდან თანამდებობის პირების ხელფასები კვლავ იზრდება – ვის რამდენი ექნება ანაზღაურება

11:50; 11.12.2025
საზოგადოება

Touch Summit-ზე გიგა კაკაშვილმა საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის შესაძლებლობები წარადგინა

11:41; 11.12.2025
საზოგადოება

„სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს“ – თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის

11:33; 11.12.2025
სამართალი

უმძიმესი ავარია ნაძალადევში – მანქანა ჯერ შვილს დაეჯახა, შემდეგ _ დედას

11:22; 11.12.2025
ისტორია

,,ტირილი” ძველ გურიაში

11:11; 11.12.2025
ბახვიჰესი

საზოგადოებასთან ურთიერთობები – გამჭვირვალობა და ჩართულობა

10:46; 11.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

11:51; 10.12.2025
0

“ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

11:04; 10.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო