როგორც უკვე ვწერდით, თვისუფალმა ბიზნესებბა ერთობლივი განცხადება გააკეთეს და კომპანიებს მოუწოდეს, შეერთებოდნენ ამ განცხადებას.
“არსებული კრიზისი გაცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას.
აუცილებელია ვითარების სასწრაფო დეესკალაცია.
დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე გათავისუფლება.
ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა, ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას”,_ ნათქვამია განცხადებაში.
ამჟამად განცხადებას 968 ხელმომწერი ჰყავს.
ხელმომწერთა საბოლოო სია 19 დეკემბერს, 13 საათზე გამოქვეყნდება. ამ დროს, ასევე, გაიგებთ, რომელმა კომპანიამ არ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია.