ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ანა კალანდაძის ბიუსტი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.
პოეტის მშობლიურ სოფელში, მისივე სახელობის სკვერში თავი მოიყარეს ანა კალანდაძის პოეზიის თაყვანისმცემლებმა. გაიხსენეს პოეტის შემოქმედებითი გზა, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს ანა კალანდაძის ლექსებზე შექმნილი სიმღერები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტისა და რეგიონის პირველი პირები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი კუჭავამ ჩოხატაურელებს მიულოცეს ეს ღირსშესანიშნავი თარიღი, შემდეგ კი სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, ქეთევან მოესწრაფიშვილთან ერთად ყვავილებით შეამკეს პოეტის ბიუსტი.
ანა კალანდაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უძღვებოდა ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კუკულავა.
ანა კალანდაძის სკულპტურის ავტორი მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქია გახლავთ.