ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებაში, ყოფილი ბაზრის ორსართულიან შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს”საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
შეგახსენებთ, ხანძარი, სადაც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა, ერთი საათის წინ გაჩნდა. დაშავდა სამი პირი.
ადგილობრივების ინფორმაციით, დროულად მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია.
დაზარალებულ ოჯახებს ადგილობრივი ხელისუფლება შესაბამის დახმარებას გაუწევს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
ავტორი