https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მეუფე გრიგოლი: “დღეს საქართველოში ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საზოგადოება”

12:24; 7.01.2025
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლი სოციალურ ქსელში საშობაო გზავნილს აქვეყნებს.

“საშობაო გზავნილი სამწყსოსადმი

მადლი და წყალობა ბეთლემს შობილი ყრმისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა, ღვთივკურთხეულო, სულიწმიდის მადლში შობილო ძვირფასო სამწყსოვ!

ქრისტესმიერ საყვარელნო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, დადგა ნანატრი დღე და მოიწია ჟამი სიხარულისა, რამეთუ ბეთლემში იშვა ყრმა, რომელიც ნათლის სხივებს ჰფენს სამყაროს და სულიერი გამყინვარებისგან იცავს ადამის მოდგმას. განუზომელია ზეგარდამო მადლი და წყალობა, რომელიც ნუგეშად და იმედად ეფინება ჩვენს გულებს და საღმრთო განგებულების საიდუმლოს მონაწილედ გვხდის ადამიანებს.

ქრისტეს შობის დიადი მოვლენის მთავარი გზავნილია: „დიდება მაღალთა შინა ღმერთს, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება!“ (ლკ. 2,14).

ეს მოწოდება იქცა ახალი აღთქმის ეპოქის ჰიმნად, რომელიც ჩვენს მარადცვალებად სამყაროში წარმოადგენს უცვალებელ ღირებულებით ორიენტირს მათთვის, ვინც სრულყოფისა და განღმრთობისაკენ ისწრაფვის. ამ მოწოდებით ფაქტობრივად იწყება კაცობრიობის ისტორიაში ახალი ათვლის წერტილი, რაც შემდგომში, უკვე საქადაგებლად გამოსულმა იესო ქრისტემ ამგვარად გამოთქვა: „რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე“ (მთ. 16,24).

მათ, ვისაც სურს გახდეს უფლის ახალი აღთქმის მემკვიდრე, ის უნდა დაიბადოს ახალი აღთქმის ემბაზში. ახალი აღთქმის შვილებს კი ასე გვმოძღვრავს წმიდა მოციქული პავლე:

„ხოლო აწ განიშორეთ თქუენცა ყოველივე: რისხვაჲ, გულის წყრომაჲ, უკეთურებაჲ, გმობაჲ, უშუერი სიტყუაჲ პირისაგან თქუენისა. ნუ უტყუით ერთი–ერთსა, განიძარცუეთ ძუელი იგი კაცი საქმით მისითურთ და შეიმოსეთ ახალი იგი განახლებული მეცნიერებაჲ მსგავსად ხატისა მის დამბადებელისა მისისა, სადა–იგი არა არს წარმართ და ჰურია, წინადაცუეთილება და წინადაუცუეთილება, ბარბაროზ, სკჳთელ, მონება, აზნაურება, არამედ ყოვლად ყოველსა შინა ქრისტე. შეიმოსეთ უკუე, ვითარცა რჩეულთა ღმრთისათა, წმიდათა და საყუარელთა, მოწყალებაჲ, შეწყნარებაჲ, სიტკბოებაჲ, სიმდაბლე, სიმშჳდე, სულგრძელებაჲ, თავს–იდებდით ურთიერთას და მიჰმადლებდით თავთა თჳსთა, უკუეთუ ვისმე აქუნდეს ვისთჳსმე ბრალი. ვითარცა–იგი ქრისტემან მიგმადლა თქუენ, ეგრეთცა თქუენ მიჰმადლეთ მათ; და ამას ყოველსა ზედა სიყუარული, რომელ–იგი არს სიმტკიცე სრულებისაჲ“ (კოლ. 3,8-14).

ახალი აღთქმის რწმენის საფუძვლებს პირველივე საუკუნიდან ეზიარა ჩვენი წინაპარი და მას ერთგულებდა მრავალი საუკუნის განმავლობაში; მთელი სიბრძნითა და სიუხვით დაემკვიდრა ღვთის სიტყვა ქართველი კაცის გულსა და გონებაში და მისი იდენტობის განუყოფელ ნაწილად იქცა.

დღეს, თანამედროვე საქართველოში მცხოვრებ ქრისტიანებს, ზეციურ წმიდა მოდასეთა შორის სამაგალითოდ და ნუგეშად გვყვანან ურიცხვნი წმიდა მოწამენი, აღმსარებელნი, სამშობლოსათვის თავდადებულნი, მლოცველნი, მმარხველნი, ღირსნი და ღმერთშემოსილნი მამანი და დედანი, მღვდელმთავარნი და კათოლიკოს–პატრიარქნი, ის ადამიანები, რომლებმაც სძლიეს წუთისოფელს! მათი მოწამეობრივი და აღმსარებლობითი ღვაწლი ჩვენ დღესაც გვაძლიერებს, გვამხნევებს და გვაიმედებს; თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან, ეს არის ერის მიერ განვლილი გზის წმიდა ისტორია, რაც სულიერ, მორალურ და იდეურ საყრდენს წარმოადგენს თანამედროვე ქართველისთვის.

აქვე, მოდით, ისიც ვიკითხოთ, დიდი ქრისტიანული ისტორიის მემკვიდრენი, რით ვპასუხობთ, რით ვეხმიანებით ძველსა თუ ახალ დროში გაბრწყინვებულ წმიდანთა დასს?

მთავარი კითხვა, რის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, არის ის, თუ რანი ვართ დღეს, რა ღირებულებები გვაერთიანებს ზემოთ ციტირებულ წმიდა სახარებისეულ დებულებებთან, ან კიდევ რომელია ის ფსევდო–ღირებულებები, რომლებიც გვაუცხოვებს მათთან?!

ჩვენში გაბატონებული წარმოდგენები და აღქმები რაოდენ თანხმობაშია ან სხვაობს წმიდა სახარებისეულ სწავლებასთან, ქრისტიანულ ტრადიციასთან?

…და, ბოლოს, რა გამოწვევების წინაშე იდგა საქართველოს ეკლესია და თვით ქართული სახელმწიფო(ებრიობა) გუშინ და როგორია ამ მხრივ ჩვენი დღევანდელობა?

ცხადია, ეს ვრცელი და საგანგებო განსჯა–განხილვის თემაა, ჩვენ აქ მხოლოდ მცირე შედარებითი ანალიზით შემოვიფარგლებით!

(1). სამწუხაროდ, დღეს ჩვენ კვლავ და კვლავ გვიწევს საუბარი რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების თითქმის ორსაუკუნენახევრიანი მძიმე და ტრაგიკული გამოცდილების შესახებ, რადგან ე.წ. ერთმორწმუნეობა რუსული სახელმწიფოს მიერ გამოიყენება პოლიტიკური გავლენის ერთ–ერთ მთავარ ინსტრუმენტად საქართველოს ეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ; ამის პირისპირ კი ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი მორწმუნე საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, ამ მიმართებით საკმაოდ მოწყვლადი აღმოჩნდა. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეკლესიური დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ადამიანების გარეშე, არ გვექნებოდა არც ერთი და არც მეორე! მოდით, ისიც გავიხსენოთ, რომ ყალბად გაგებული ერთმორწმუნეობის წინააღმდეგ აქტიურად გამოდიოდნენ XX საუკუნის დასაწყისში მოღვაწე სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქები, სულმნათნი მოძღვარნი ივერიის საკათალიკოსო ტახტისა, ასევე, ქართველი მღვდელმთავარნი, რომლებიც შეეწირნენ რუსეთის (შემდგომ კი, საბჭოთა) იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლას, რის გამოც იყვნენ დევნილნი, გვემულნი და წამებულნი (მათ შორის არიან აწ უკვე წმიდანად აღიარებულნი კათოლიკოს–პატრიარქნი კირიონი (საძაგლიშვილი) და ამბროსი (ხელაია), ყოვლადსამღვდელო ნაზარი (ლეჟავა) და მრავალი სხვ.).

აღსანიშნავია ასევე, რომ ეს მოღვაწენი კარგად ერკვეოდნენ რუსეთის ისტორიასა და სარწმუნოებრივ ცხოვრებაში (სამეცნიერო შრომებიც კი აქვთ ამის შესახებ) და მათი მოსაზრებები ამ კუთხით დღესაც უაღრესად მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია; მათი ცხოვრება და მოღვაწეობა დაკავშირებული იყო გარუსების წინააღმდეგ ბრძოლასთან, როგორც საეკლესიო, ასევე სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, მათი საეკლესიო, მოქალაქეობრივი და ცხოვრებისეული მრწამსის გათვალისწინება მით უფრო ყურადსაღებია!

(2). მნიშვნელოვანად მიგვაჩნია, რომ აქვე მოკლედ შევეხოთ სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის საკითხს. 2002 წლის 14 ოქტომბრიდან საქართველოში ეს ურთიერთობა რეგულირდება კონსტიტუციური შეთანხმებით საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის.

ჩვენი სახელმწიფო და ეკლესია ჯერ კიდევ ერთგვარ გარდამავალ ეტაპს გადის, და თუ როგორ გავივლით ამ ეტაპს, სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული სახელმწიფოსა და ეკლესიის (და, შესაბამისად, მათი ურთიერთობის) ბედიც უახლოეს მომავალში.

თუმცა, ნამდვილად გვმართებს იმის ცოდნა, რომ არსებობს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის ე.წ. „რუსული მოდელი“, რომელიც ჩვენს ჩრდილოეთ სამეზობლოშია დამკვიდრებული. ეს მოდელი (რაოდენ მომხიბლველიც არ უნდა იყოს ის ვინმესთვის!), გვაჩვენებს, თუ როგორი მძიმე შედეგი შეიძლება დადგეს, როცა ეკლესია სახელმწიფოს ხელში ერთგვარ „ინსტრუმენტად“ იქცევა, და უწევს სახელმწიფოს მიერ წამოწყებული დამპყრობლური ომების ფსევდო–მორალური „გამართლება“, რაც აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია სამოციქულო ტრადიციასთან და, თავისი არსით, მისი საპირისპიროა. ეს, ამავდროულად, ნათლად გვიჩვენებს იმასაც, თუ რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს ეკლესიის თავისუფლების სახარებისეულ პრინციპს.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკისა (სახელმწიფოს) და რელიგიის (ეკლესიის) მთავარი ზრუნვის ობიექტი არის ადამიანი, ფუნქციურად ისინი იმდენად სხვაობენ ერთმანეთისგან, როგორც ცა და მიწა. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის სამომავლო მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრისას აუცილებელია, რომ შესაბამისობაში დავრჩეთ წმიდა სამოციქულო ტრადიციასთან, და ვითარცა მართლმკვეთელნი, მართებულად აღვასრულებდეთ სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის ერთ–ერთ მთავარ სახარებისეულ პრინციპს: „მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა“ (მთ. 22,21). აქედან გამომდინარე, ეკლესიის კრიტიკული ხმა, მარად უნდა აფხიზლებდეს ქვეყნის ბედზე პასუხისმგებელ ადამიანებს; ეს არის მოკეთის კეთილისმყოფელი ხმა, „მოყვარეს პირში უძრახეს“ წმ. ილია მართლის მრწამსის მიხედვით, და ეს იმისთვის არის საჭირო, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ჯანსაღი ურთიერთობა მკვიდრობდეს.

(3). დღეს საქართველოში ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საზოგადოება; ეს ბუნებრივი, თუმცა კი ურთულესი პროცესია და მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეს ახლა ვსწავლობთ, და შესაძლოა ეს პროცესი ერთგვარ შიშსაც კი აღძრავდეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, მიგვაჩნია, რომ მოქალაქეების მიმართ ძალადობა, მათი დარბევა და დასახიჩრება დაუშვებელია, მით უფრო, თუ ეს მოქალაქენი ქვეყნის კონსტიტუციის ფარგლებში იბრძვიან თავისი სამოქალაქო უფლებებისა და უკეთესი მომავლისთვის; ადამიანის ღვთივბოძებული თავისუფალი ნების ჩახშობისკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობა არის ძალადობა ადამიანის მიმართ. ადამიანის თავისუფალი ნების მიმართ ხელშეუხებლობა კი არის ერთ–ერთი მთავარი პრინციპი ქრისტიანული აზროვნებისა, ამასთანავე, ის წარმმართველი პრინციპია უძველესი ქართული კულტურისა. ეს პრინციპი უნდა დაედოს საფუძვლად ჩვენი საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობასა და განვითარებას. ქრისტიანული მრწამსი ჩვენ გვავალებს, რომ ამ პრინციპის უგულებელყოფის შემთხვევაში ხმა ავიმაღლოთ და ვამხილოთ კიდეც ძალადობა!

საზოგადოება ცოცხალი ორგანიზმია და მისი თავისუფალი განვითარების ხელოვნური შეჩერება–შეკავება დიდხანს შეუძლებელია, რადგან ის სიცოცხლის მახასიათებელი ბუნებრივი პროცესია. თავისუფლების მარად ცოცხალი და აქტიური ნაკადი, სადაც კი გამოთავისუფლების გზას იპოვნის, სწორედ იქ ამოხეთქავს!

ღმერთს შევთხოვთ, რომ დალოცოს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო!

ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და თქვენი ოჯახები!

დაე, ბეთლემის ვარსკვლავმა გვიწინამძღვროს მადლის სამყაროსკენ!

ჩვენთან არს ღმერთი!

გრიგოლი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი

25 დეკემბერი, 2024 წელი”.

მეუფე გრიგოლი
გაზიარება6Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:20; 26 იანვარი, 2026
საზოგადოება

ზვავის მასა ჩამოვიდა – სად აიკრძალა მოძრაობა

17:34; 26 იანვარი, 2026
საზოგადოება

“ჟურნალისტს ტელეფონი წაართვეს, კადრები წაუშალეს, დაემუქრნენ”

17:27; 26 იანვარი, 2026
საზოგადოება

სეს-ი ბავშვთა კვების პროდუქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

16:30; 26 იანვარი, 2026
საზოგადოება

ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან

12:46; 26 იანვარი, 2026

მოთხილამურეების მარში ბაკურიანში

დაიღუპა 106 ადამიანი, დაშავდა - 174, დაზიანებულია 3 000-მდე შენობა _ დამანგრეველი მიწისძვრა ტიბეტში

ყველა სიახლე

სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ავლაბარში- ვიდეო ადგილიდან

21:24; 26.01.2026
სპორტი

ბორჯღალოსნების სატურნირო შემადგენლობა ცნობილია

18:36; 26.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:20; 26.01.2026
საზოგადოება

ზვავის მასა ჩამოვიდა – სად აიკრძალა მოძრაობა

17:34; 26.01.2026
საზოგადოება

“ჟურნალისტს ტელეფონი წაართვეს, კადრები წაუშალეს, დაემუქრნენ”

17:27; 26.01.2026
ფინანსები

Galt & Tagart-ის კვირის მიმოხილვა – ტურიზმის შემოსავლები წლის ბოლოს დაჩქარდა

17:05; 26.01.2026
პოლიტიკა

“ვთხოვთ ყველას” – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

16:49; 26.01.2026
საზოგადოება

სეს-ი ბავშვთა კვების პროდუქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

16:30; 26.01.2026
ფინანსები

თიბისი კონცეპტი „Winter Jazz Bakuriani 2026” ფესტივალის წარმდგენია

16:07; 26.01.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის რეფორმა: რომელი გამოკვლევები გახდა უფასო ლანჩხუთსა და სხვა საპილოტე ქალაქებში

15:33; 26.01.2026
პოლიტიკა

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში გიორგი ვაშაძის პროცესი ჩაინიშნა

15:20; 26.01.2026
სამართალი

“წერილი დატოვა…” – რას ამბობენ სუს-ში თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე

14:23; 26.01.2026
სამართალი

სუს-თან, მანქანაში, უწყების თანამშრომლის ცხედარი იპოვეს – გარდაცვლილმა წერილი დატოვა: რა დეტალები ხდება ცნობილი

14:03; 26.01.2026
პოლიტიკა

თარგამაძე: ციხეში ჩემი საკნის ქვემოთ იჯდა ადამიანი, რომელმაც ამაფეთქა

13:40; 26.01.2026
საზოგადოება

ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან

12:46; 26.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო