ლოს-ანჯელესში ტყის ხანძარს ებრძვიან. ამ დროისთვს არსებული ინფორმაციით დაღუპულია 10 ადამიანი.
ოლქის სამედიცინო ექსპერტიზაში აცხადებენ, რომ ამ ადამიანების ნეშტების იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, რასაც შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს.
ლოს-ანჯელესის პოლიციის ცნობით, დააკავეს მამაკაცი, რომელიც სავარაუდო ეჭვმიტანილია ხანძრის გაჩენაში ქალაქის ვუდლენდ ჰილზის რაიონში, თუმცა დაკავებულის ბრალეულობის დადასტურება პოლიციას ჯერ არ შეუძლია და გამოძიებას აგრძელებს.
ტყის ხანძრების შედეგად 10 000-ზე მეტი შენობა განადგურდა. ევაკუაციის განკარგულება 180 000-მდე ადამიანისთვის გაიცა, 200 000-მა კი ევაკუაციის გაფრთხილება მიიღო.