„არ იქნება სამართლიანობა, არ იქნება მშვიდობა”- ამ სლოგანით მოქალაქეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, ისინი საუბრობენ სოციალურ პრობლემებზე, რომლებიც მოქალაქეების უმეტესობას აწუხებს. აქციის მონაწილეები ასევე ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ჩაატარონ ხელახალი, სამართლიანი არჩევნები და გაათავისუფლონ უკანანოდ დაკავებულები.