11 იანვარს, ღამით, ბათუმში დააკავეს გამოცემა „ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი, რომელიც აქციაზე იმყოფებოდა ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან.
მზია ამაღლობელი დააკავეს კედელზე პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც წერია, „იფიცება საქართველო“.
მზია ამაღლობელი დამფუძნებელი და დირექტორია შპს „გაზეთ ბათუმელების“, რომელიც აერთიანებს ორ მედიაგამოცემას: „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“.
დღეს, 11 იანვარს, ღამით, ბათუმში დაკავებების სერია მოჰყვა საპროტესტო პლაკატის გაკვრას – „იფიცება საქართველო“.
ბოლო მონაცემებით, დღეს ბათუმში აქციაზე დააკავეს: მზია ამაღლობელი, ციალა ქათამიძე, მათე ცენტერაძე, ვაჟა დარჩია, გოდერძი ფრანგიშვილი, მალხაზ ირემაძე, თემურ ქათამაძე, ნანა შავაძე, თეონა ბერიძე და თათია აბულაძე.
_ ინფორმაციას “ბათუმელები ავრცელებს.