საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ “ოცნების“ დეპუტატები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე ამ დრომდე აბუ-დაბის პოლიციაში არიან, _ იუწყება ტვ პირველი.
“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მომხდარზე ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიმდინარეობს საკითხის მოკლვევა, რა მიზნითაც ინციდენტში დაფიქსირებული პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან“, – ვკითხულობთ საელჩოს კომენტარში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს “პირველებმა“ კითხვით მას შემდეგ მიმართა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, ზარქუას და სანიკიძის დაკავების შესახებ.