ajaratv-ის ინფორმაციით, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე აცხადებს, რომ ბათუმში, სასტუმროში თავს დაესხნენ.
ქორიძის განცხადებით, თავდასხმაში ათამდე პირი მონაწილეობდა.
ქორიძის თქმით, მას დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე დაუპირისპირდნენ. ასევე აღნიშნავს, რომ თავდამსხმელები მას ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, სიტუაცია სასტუმროს დაცვის ჩარევის შემდეგ განიმუხტა.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება.