ცოტა ხნის წინ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ ზვიად ქორიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:
“გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ოფიციალური წერილით მიმართა შერატონ ბათუმის გენერალურ მენეჯერს, იავუზ ქოჩს და სასტუმროდან ორგანიზაციის თანამშრმლის ზვიად ქორიძის წინააღმდეგ მომხდარი თავდასხმის ამსახველი სრული ვიდეო-მასალის გადმოცემა მოითხოვა. ვესაუბრეთ სასტუმროს წარმომადგენელებს და ველოდებით მათ რეაგირებას. იმედი გვაქვს, სასტუმრო შერატონ ბათუმი იმოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და საერთაშორისო სტანდარტების და სტუმრის ინტერესების დაცვით. – აღნიშნულია საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს გავრცელებულ განცხადებაში.