დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სატელეფონო საუბრის დროს უთხრა, რომ გრენლანდიამ თავად უნდა გადაწყვიტოს თავისი მომავალი, – ინფორმაციას Politico დანიის პრემიერის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს, _ იუწყება ipn.ge.
გამოცემის ცნობით, ფრედერიქსენმა ტრამპს გაუმეორა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრის, მუტე ეგედეს განცხადება, რომ „გრენლანდია არ იყიდება“.
დონალდ ტრამპს სატელეფონო ზარის შესახებ საჯაროდ არ უსაუბრია. მან სოციალურ მედიაში განათავსა 2019 წლის გამოკითხვის შედეგები, რომლის თანახმადაც გრენლანდიელთა 68 პროცენტი მხარს უჭერდა დანიისგან დამოუკიდებლობას.
შეგახსენებთ, შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა კუნძულ გრენლანდიის ყიდვის სურვილი გამოთქვა და ამ სურვილის შესასრულებლად სამხედრო ძალის გამოყენებაც არ გამორიცხა.