საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპ უმცროსის მიწვევით წინასაინაუგურაციო წვეულებაზე იმყოფებოდა, _ იუწყება ipn.ge.
ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ფოტოებთან ერთად აქვეყნებს.
წვეულებაზე ასევე იმყოფებოდა აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია), რომლის ინფორმაციითაც, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შვილს თავად გააცნო.
„მადლობელი ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის შვილს, დონალდ ტრამპ უმცროსს წარვუდგინე. ორი საოცარი ადამიანი, რომლებიც მსოფლიოში უამრავი სიკეთის გასაკეთებლად მუშაობენ“, – აღნიშნა ამერიკელმა კონგრესმენმა.