2025 წლის 20 იანვარს, ვაშინგტონში, დონალდ ტრამპის მეორე ინაუგურაცია შედგება.
თავდაპირველად, ცერემონია ღია ცის ქვეშ უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ უამინდობისა და თოვლის გამო, ის კაპიტოლიუმში გაიმართება.
ინაუგურაციაზე მიწვეულები არიან ქვეყნების ლიდერები და მაღალჩინოსნები, მათ შორის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს ამერიკის ოფიციალურ პირებთან.
საქართველოდან, ინაუგურაციას დაესწრებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის არც ერთი წევრი არ არის მიწვეული ამ ცერემონიაზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ დონალდ ტრამპს ინაუგურაციაზე, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი არ მიუწვევია, მაგრამ მან განაცხადა, რომ მოხარული იქნებოდა თუ ზელენსკი ამ ცერემონიას დაესწრებოდა.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, საერთოდ არ არის მიწვეული. ცერემონიაზე,
ინაუგურაციაზე მიწვეულია ჩინეთის პრეზიდენტი ჟი ჟინპინგი, მაგრამ მის მაგივრად ღონისძიებას ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჟენგი დაესწრება _ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინეთის კომუნისტური პარტიის ასეთი მაღალი დონის ჩინოსანი ესწრება აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაციას