„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს რეგიონული ოფისების ხელმძღვანელი, ზვიად ქორიძე, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, მასზე ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე დაზარალებულად ცნეს, _ იუწყება ipn.ge.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ დღეს გადასცეს.
„დღეს გადმომეცა დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება,“ – აღნიშნა ქორიძემ.
ცნობისთვის, ზვიად ქორიძის განცხადებით, მას ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე დაესხა თავს. მომხდარის დეტალებზე საუბრისას, ქორიძემ განაცხადა, რომ სამხარაძე იგინებოდა, იყო მუქარაც, საბოლოოდ კი ინციდენტში დაცვა ჩაერია. ქორიძე კლინიკაშიც იმყოფებოდა.