“მოხალისეებმა 2 მოხუცი გამოიყვანეს ნატანებიდან”,- ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს.
“მოხალისეებმა 2 მოხუცი გამოიყვანეს ნატანებიდან. ჩიხლაძე როზა, მეორეს ვინაობას ვადგენთ. ახლა საკვები მიაქვთ მცირეწლოვანი ბავშვებიანი ოჯახისთვის, დედას ველაპარაკეთ (ნინო ღალფაძე, სოფელი ქვემო ნატანები), რომელმაც გვითხრა, რომ მარაგი გამოელიათ. ასევე , მიდიან დედის და 6 თვის ბავშვის გამოსაყვანად ლესაში. დეტალებს დავწერთ. ვიქირავეთ ტრაქტორი, რომელიც გაწმინდავს ზემო ომფარეთის გზას. იქნებ, პოსტში თქვენი ახლობლები ამოიცნოთ და აღარ ინერვიულოთ. ასევე ვარკვევთ ტრაქტორების ქირაობას სხვა სოფლებისთვის. არ ვწერთ მოხალისეების დახმარებებს. ასობით მოხალისე უკვე გზაშია, ბევრი ჩავიდა. დიდი ჯგუფები გადიან დილის 6 საათზე”,- წერს ჟურნალისტი.
<