https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“მომზადებაა საჭირო”- მკვლევარი მარიამ დევიძე გურიაში მომხდარ სტიქიასა და საფრთხეებზე

17:40; 1.03.2025
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“დიდთოვლობას, რომელიც ახლა გურიაშია, შეგვიძლია კატასტროფა ვუწოდოთ, იმიტომ რომ ზიანი მაღალია”,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს”  კლიმატის ცვლილების და გარემოს საკითხების მკვლევარმა მარიამ დევიძემ განუცხადა.

როგორც ის ამბობს, გურიის რეგიონში 2023 წლის სექტემბერში მომხდარმა მეწყერმა დიდი ზიანი მიაყენა ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს. ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, რომ არც მუნიციპალიტეტი და არც ცენტრალური ხელისუფლება მზად არ იყო ტექნიკურად მსგავსი სახის სტიქიებთან გასამკლავებლად, ვითარება სამწუხაროდ, დღესაც არ  შეცვლილა.

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პროცესები კი არა მარტო გურიაზე, არამედ მთელ ქვეყანაზე აისახება.

“კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი მთავარი გამომწვევია იმის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება. დიდი ხანია პროგნოზირებულია, მაგალითად, ის რომ დასავლეთ საქართველოში მოიმატებს ნალექის ოდენობა,  მდინარეები ადიდდება, მეწყრული პროცესები გააქტიურდება. პროგნოზები გვაქვს,  მაგრამ იმისთვის, რომ ამ ყველაფრის ზემოქმედების რისკები იყოს შემცირებული, საჭიროა  მომზადება, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე სხვადასხვა უწყებების, რომლებიც ამ პრობლემების მოგვარებაში არიან ჩართულები.

2023 წლის მეწყერმა  ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებზე. გამოჩნდა, რომ სახელმწიფო არ იყო მზად.  დიდთოვლობას, რომელიც ახლა გურიაშია, შეგვიძლია კატასტროფა ვუწოდოთ, იმიტომ რომ ზიანი მაღალია”,_ გვითხრა  მარიამ დევიძემ.

მარიამ დევიძის თქმით, თოვლის დნობასთან ერთად გააქტიურდება მეწყრული პროცესებიც, ამიტომ მნიშვნელოვანია 2023 წელს მიღებული გამოცდილების გათვალისწინება.

“თოვლი დნობას რომ დაიწყებს,  მეწყრული პროცესებიც გააქტიურდება და მნიშვნელოვანია,  ზომების მიღება ზიანის შესამცირებლად”,_ ამბობს მკვლევარი და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია მაღალი რისკის შემცველი უბნებიდან მოსახლეობის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა.

 “მე როგორც გავიგე, რამდენიმე სახლი, რომლებიც ახლა  დიდთოვლობის დროს დაინგრა, იმ ადამიანებს ეკუთვნით, ვინც იმ მეწყრის შემდეგ  გაასახლეს. ის ადამიანები რომ არ გასახლებულიყვნენ,  ახლა უფრო საშიში მოცემულობა იქნებოდა. უფრო მეტი ადამიანი იქნებოდა დაუცველი. ამიტომ  მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს ადამიანების მდგრად ადგილას გადაყვანა. ამისთვის კი საჭიროა  შეფასება, დახარისხება,  შემდეგ ბიუჯეტის დაგეგმვა და უწყებების პასუხისმგებლობების, თუმცა, 2023 წელს მომხდარი სტიქიის დროს ზარალის სათანადოდ აღწერა არ მომხდარა, მოხდა დასურათება, ეს საკმარისი არ არის”,_ ამბობს მარიამ დევიძე.

ინფორმაციისთვის, 2023 წლის ბოლოს, მარიამ დევიძე გურიის რეგიონში სტიქიის შედეგად დაზარალებული ადგილების გამოსაკვლევად ჩავიდა.

კვლევა ჩატარდა “ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველოს” მიერ,  საერთაშორისო ოფისის ეკოფემინისტური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები უკუთვნის ავტორს/”ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველოს” და შესაძლოა, არ წარმოადგენდეს ორგანიზაცია “ქალები საერთო მომავლისთვის” საერთაშორისო ოფისის ოფიციალურ პოზიციას.

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, ლანჩხუთისა და ოზურგეთის სოფლებში მომხდარმა მეწყერმა 2023 წლის სექტემბერში 800-ზე მეტი ოჯახი განსახლების წინაშე დააყენა და სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სოფლებში დარჩენილ მოსახლეობას კი დღემდე გართულებული აქვს წვდომა სოციალურ სერვისებზე და თავიანთ უსაფრთხოებას ეჭვქვეშ აყენებენ. მეწყრისა და წყალდიდობის მიერ მოსახლეობაზე მიყენებული ზიანი სრულყოფილად დღემდე არ შეფასებულა.

“ეკომიგრანტი ოჯახებისთვის ბინის შესაძენად მაქსიმალური ლიმიტი 30 ათასი ლარია, ხოლო აჭარის ა/რ-ის შემთხვევაში 40 ათასი. თუ ოჯახს არაფერი გააჩნია საკუთრებაში, მათთვის ლიმიტი 50 ათასია. აღსანიშნავია, რომ გურიის კატასტროფის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის სახელმწიფომ დახმარების ნაცვლად გამოიყენა კომპენსაციის მიდგომა. ეს თავისთავად გულისხმობს მიყენებული ზიანის შეფასებას და მისი შესაბამისი ანაზღაურების გამოყოფას, თუმცა  ზიანის შეფასება არ მომხდარა. ეს შეიძლება იყოს სწორედ ბრიკოლაჟის მაგალითი, სახელმწიფომ არსებული რესურსების და კონტექსტის გათვალისწინებით, ეს გამოსავალი მოძებნა ამ სიტუაციაში. საინტერესოა, ამ მიდგომის სამართლიანობა და თუ როგორ გაგრძელდება ეს პრაქტიკა, ანუ სხვა შემთხვევებში რა მიდგომა იქნება გამოყენებული და როგორ მიებმება ეს სახელმწიფო პოლიტიკას.

ქალების თქმით, გამოყოფილი კომპენსაციის ფარგლებში ძალიან რთულია ღირსეული საცხოვრებლის მოძიება. იმის გათვალისწინებით, როდესაც ბავშვები გყავს და მათთვისაც სათანადო პირობების უზრუნველყოფაა საჭირო, აუცილებელია კომპენსაციის რაოდენობა გადაიხედოს. ამას ემატება ინფლაცია და საცხოვრებელ სახლებზე ფასის ზრდა, რის გამოც სამინისტრო პერიოდულად ამ თანხის გადახედვას ისედაც უნდა ახორციელებდეს.

 დასახელდა შემთხვევებიც, რომ სახელმწიფოს მიერ შეძენილი სახლი გაყიდა ოჯახმა და დაბრუნდა დაზიანებულ სახლში. ან გადაცემულ სახლში მხოლოდ ახალგაზრდები ცხოვრობენ და მოხუცები ისევ მეწყერდაზიანებულ სახლში ცხოვრობენ. ასეთი შემთხვევების აღმოსაფხვრელად, როგორც ჩანს, სახელმწიფო სტრუქტურებს ბერკეტები არ გააჩნიათ. თუმცა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლისგან ითქვა, რომ თუკი ოჯახი უარს ამბობს ქირით გასვლაზე, ისინი ხელწერილს აწერინებენ მოქალაქეს, რათა პასუხისმგებლობა უსაფრთხოებაზე სრულიად ამ ადამიანზე მოდიოდეს”.

 ამას გარდა, კვლევაში აღნიშნულია ისიც, რომ ქალების უმეტესობამ არ იცის, როგორ უნდა მოიქცეს სტიქიის დროს.

 “კატასტროფის პროცესების მართვა საკმაოდ რთულია და მოსახლეობაში სათანადო ცოდნისა და დახმარების გარეშე, რთულია მისი გამკლავება. რესპონდენტების თქმით, კატასტროფის დროს კრიტიკულად მნიშვნელოვანია დაზარალებულების დახმარება: საკვებისა და მედიკამენტების მიწოდება, თანაგრძნობა, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა, სწორი და ეფექტური კომუნიკაცია, ა.შ. გურიის წყალდიდობისა და მეწყერის, ასევე ხახიეთის მიწისძვრის დროს, ქალების თქმით, არავინ იცოდა როგორ ჯობდა მოქცევა, თუმცა რაც მათთვის ნათელი იყო, ყველაზე კრიტიკული და პრიორიტეტული ბავშვებზე ზრუნვა და მათი პანიკის მართვა აღმოჩნდა. აღსანიშნავია ისიც, რომ კატასტროფის დროს ბევრ ოჯახში მხოლოდ ქალი იყო მოხუცებთან და არასრულწლოვან წევრებთან, რაც ზრდიდა შიშისა და დახმარების საჭიროებას”,_ აღნიშნულია კვლევაში.

 მარიამ დევიძის თქმით,  გარდა ზიანის შეფასებისა, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებია მნიშვნელოვანი.   

 “სახელმწიფოს რესურსები მწირია, მაგრამ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს სამართლიანი დამოკიდებულება. შეიძლება ამხელა ზიანი არ ყოფილიყო.  ეს უნდა იყოს გაკვეთილი, რომ სხვა მუნიციპალიტეტებში დროულად მოხდეს რეაგირება”,_ ამბობს მარიამ დევიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმის არსებობის მნიშვნელობაზე საუბრობს.

 “ამ პროცცესში კიდევ მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა.  გურიაში ვნახეთ რომ 5 დღის მერე ჩავიდნენ ცენტრალური უწყებები. აუცილებელია თვითმმართველობას ჰქონდეს გაწერილი როგორ იქცევა მსგავს შემთხვევებში, ჰქონდეს პროტოკოლი და მოქმედებები იყოს გამჭვირვალე”.

 _ თქვენი აზრით, როდის უნდა მიმხვდარიყვნენ,  რომ უხვად თოვის დროს  გურიაში  შეიძლებოდა სტიქია დაწყებულიყო?

 _ ჰქონდათ  ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტოდან  და თავიდანვე იყო საჭირო გზების გაწმენდა, ტექნიკის მობილიზება უნდა ყოფილიყო.  გასაგებია, რომ არ არის მარტივი პროცესი, როცა ადგილზე არ გაქვს ტექნიკა, და ხშირ შემთხვევაში 2-3 ტრაქტორზეა მუნიციპალიტეტი დამოკიდებული, ამიტომ  სისწრაფე და კოორდინაცია არის მნიშვნელოვანი. ეს 2023 წელს მომხდარმა სტიქიამაც ცხადყო. 2023 წლის ბოლოს, როცა  კვლევისთვის ჩავედით გურიის რეგიონში  ადგილობრივები ამბობდნენ, რომ  მაშველები რომ არ ყოფილიყვნენ ძალიან ბევრი ადამიანი ჩავარდებოდა უფრო ცუდ მდგომარეობაში.  მაშველებმა დროულად შეძლეს ძალიან ბევრი ადამიანის დახმარება, მაგრამ ბევრთან ფიზიკურად ვერ მივიდნენ, რადგან საკმარისი ტექნიკა არ ჰყავდათ. ხიდები წაღებული იყო და ფიზიკურად ვერ აღწევდნენ. ახლა ძალიან ბევრი მოხალისე წავიდა გურიაში დასახმარებლად. ამიტომ მნიშვნელოვანია  გამჭვირვალე  იყოს ვინ რას აკეთებს.  ინფორმაციის გავრცელებაა მნიშვნელოვანი  რას აპირებს სახელმწიფო უწყება და როგორ შეუძლიათ მოხალისეებს დახმარება და ასევე რა ფორმით, რომ ეს მოხალისეებიც აქეთ არ გახდნენ დასახმარებლები.

მარიამ დევიძის თქმითვე, ზიანი, რომელიც სტიქიამ მოსახლეობას მიაყენა, სახელმწიფოს მხრიდან სამართლიანად უნდა ანაზღაურდეს. ასევე მნიშვნელოვანია დეტალური აღწერა.

 “აღდგენის ღონისძიებებზე ბევრი საჭიროება იქნება და მონაცემების დათვლაა საჭირო. მაგალითად, 2023 წელს მომხდარი  მეწყერის დროს  არ ვიცით რამდენი ქალი, ბავშვი, კაცი, შშმ პირი დაზიანდა, რამდენი გასახლდა. ვის რა საჭიროება ჰქონდა, რა მოსავალი გაუნადგურდა, რომ შემდეგ დავთვალოთ 1-მა ღამემ რა ზიანი მოუტანა სახელმწიფოს და თანხებითაც გავიგოთ, რომ ზარალის ანაზღაურება ამდენი უჯდება სახელმწიფოს და ხომ არ სჯობია ეს თანხები ზიანის შესარბილებელ ღონისძიებებში დაიხარჯოს. ამ მონაცემების დაგროვება და გასაჯაროება მნიშვნელოვანია. რა ზიანიც ამ დღეებში დადგა, სამართლიანად უნდა  ანაზღაურდეს.

რამდენიმე საკითხს გამოვყოფ:  ერთი,  რაც მეწყრული პროცესების შემდეგ გახდა ნათელი არის, ის რომ არ მომხდარა ზარალის სულყოფილი შეფასება. როგორც მე ვიცი, იყო დასურათება, რაც არ არის საკმარისი. დასურათება მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ვერ აღწერს თვისობრივ ზემოქმედებას.

მნიშვნელოვანია ზარალის აღწერასთან ერთად შედგეს სამოქმედო გეგმა, რა არის სასწრაფოდ გასაკეთებელი, რა გაკეთდება ადგილობრივად და რაში იქნება საჭირო სისტემური ჩარევა. მეწყერის შემდეგ გამოჩნდა, რომ ეს არ გაკეთებულა, არადა მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა იყოს დაცული”,_ ამბობს  კლიმატის ცვლილების და გარემოს საკითხების მკვლევარი მარიამ დევიძე.

ინფორმაციისთვის, გურიაში მოსულმა უხვმა თოვლმა 40-ზე მეტი სახლის სახურავი დააზიანა. სახლის გადმოთოვლის სამუშაოებს 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სოფელ გულიანში მეწყერი ჩამოწვა. დაზიანდა ელექტროგადამცემი სისტემა. სოფლების ნაწილში გზები ბოლომდე გაწმენდილი ამ დრომდე არაა.

დიდთოვლობამარიამ დევიძესტიქია
გაზიარება8Tweet5Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მშობლები სამინისტროში დაიბარეს

18:19; 19 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

დატბორილი ტროტუარები და საავტომობილო გზები- წვიმის შედეგები ქუთაისში

16:01; 19 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

კახეთიდან თბილისში შემომავალ გზაზე საცობია

15:57; 19 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ქობულეთში კვების ობიექტში ხანძარი გაჩნდა

10:14; 19 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“რადიო ქალაქი” ბერა ივანიშვილის კომპანიამ შეიძინა

09:34; 19 სექტემბერი, 2026

ზელენსკის თვითმფრინავი ლონდონში დაჯდა – მედია

ჩოხატაურში მოხალისეთა შტაბმა წერეთლის პირველ ნომერში გადაინაცვლა

ყველა სიახლე

საზოგადოება

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მშობლები სამინისტროში დაიბარეს

18:19; 19.09.2026
პოლიტიკა

ვინ ლიდერობს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში

17:21; 19.09.2026
საზოგადოება

დატბორილი ტროტუარები და საავტომობილო გზები- წვიმის შედეგები ქუთაისში

16:01; 19.09.2026
საზოგადოება

კახეთიდან თბილისში შემომავალ გზაზე საცობია

15:57; 19.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ქართული აგროსასურსათო პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე თავის ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს

15:23; 19.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით

14:45; 19.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის მინისტრი: ბაღებში ინტოქსიკაციის გამო 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო

14:07; 19.09.2026
პოლიტიკა

კალაძე ავარიული სკოლის შენობის შესახებ: რამე რომ მოხდეს პასუხისმგებლობას ვინ აიღებს

13:01; 19.09.2026
პოლიტიკა

კახა კალაძე ბაღებში მომხდარ ფაქტზე: დაველოდოთ მოკვლევას, რასთან გვაქვს საქმე

12:21; 19.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე: მშვიდობიანი გზით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება

11:26; 19.09.2026
სამართალი

12 კგ „მარიხუანა“ სატვირთოს სამალავში – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

10:55; 19.09.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

10:35; 19.09.2026
სამართალი

შსს: თბილისში ძვირადღირებული კომპიუტერული ტექნიკის ქურდობისთვის ერთი პირია დაკავებული

10:26; 19.09.2026
საზოგადოება

ქობულეთში კვების ობიექტში ხანძარი გაჩნდა

10:14; 19.09.2026
საზოგადოება

“რადიო ქალაქი” ბერა ივანიშვილის კომპანიამ შეიძინა

9:34; 19.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო