“ბათუმელების” ინფორმაციი, ბათუმის აქციების მთავარი მედროშე, თემურ ქათამაძე [გაფარ ილმაზი] 6 მარტს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში დააბრუნეს.
თემურ ქათამაძე კლინიკა „ვივამედში“ იყო მოთავსებული, სადაც არასრული ორი დღე გაატარა. ბათუმელი მედროშე კლინიკაში 4 მარტს გადაიყვანეს. მან შიმშილობა 48 დღეს შეწყვიტა.
„პაციენტი გუშინ გაეწერა კლინიკიდან და დააბრუნეს მიგრაციის სამსახურის დაწესებულებაში. გუშინ, საღამოს საათებში გადაიყვანეს. პაციენტმა ჩვენს კლინიკაში შემოსვლიდანვე შეწყვიტა შიმშილობა. ჩვენ დავიწყეთ კვების აღდგენითი კურსი შესაბამისი პროტოკოლის თანახმად, თუმცა ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის შესრულება კონკრეტულ პაციენტთან. არ ეთანხმებოდა პროტოკოლს, არ ეთანხმებოდა შეთავაზებულ მენიუს, შესაბამის რეკომენდაციას.
[პაციენტის] მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი, ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც იყო დამაკმაყოფილებელი. ვინაიდან პაციენტი, როგორც გითხრით, არღვევდა კლინიკის შინაგანაწესს, აქედან გამომდინარე შესაძლებლად ჩაითვალა, რომ გაწერილიყო კლინიკიდან, დაბრუნებულიყო [საემიგრაციო] დაწესებულებაში. მას მიეცა, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეკომენდაციები”, – უთხრა „ბათუმელებს“ ზურაბ ჩხაიძემ, „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა.
ვრცლად: ბათუმელები






























































