https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანი: „აშშ-სთან მოლაპარაკებები არ იქნება“

    „უგუნური და დესტაბილიზაციის გამომწვევი საქციელია“

    დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

    ომანის სანაპიროსთან ნავთობტანკერზე თავდასხმა მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანი: „აშშ-სთან მოლაპარაკებები არ იქნება“

    „უგუნური და დესტაბილიზაციის გამომწვევი საქციელია“

    დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

    ომანის სანაპიროსთან ნავთობტანკერზე თავდასხმა მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პირველი საქმე ქართულ სასამართლოში პირის გარდაცვალების შემდეგ ღირსების დაცვაზე

14:28; 13.04.2025
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, სასამართლო გადაწყვეტილებების საზოგადოებრივი კონტროლის სადისკუსიო ფორმატის ფარგლები, პროფესიული საზოგადოების მონაწილეობით, პირის გარდაცვალების შემდეგ მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო ქართულ სასამართლოში წარმოებული საქმის მნიშვნელობა, სამართლებრივი პერსპექტიევბი, სასამართლოს წინასწარი მიდგომების მართებულობა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის საჭირო მექანიზმების საკითხები განიხილეს.

“შეხვედრის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნა სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკისთვის მნიშვნელოვანი მიმდინარე საქმე, რომელიც შეეხება 2019 წლის 9 იანვარს გარდაცვლილი ცნობილი ბიზნესმენის, რესტორან „ურმულის“ პირვანდელი მფლობელის, არსენ კუტალაძის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განსაზღრავს, რომ პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. აღნიშნული უფლებები შეუძლია გამოიყენოს იმ პირმაც, რომელიც, თუმცა თვითონ არ არის სახელის ან პირადი ღირსების უფლების მატარებელი, მაგრამ საამისოდ აქვს დაცვის ღირსი ინტერესი. მას შეუძლია სახელისა და ღირსების ისეთი დაცვის მოთხოვნის განხორციელება, რომელიც პიროვნების არსების განმსაზღვრელია და გრძელდება სიკვდილის შემდეგაც.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ ბიზნესმენ  არსენ კუტალაძის საქმე პირველია ქართული სასამართლოსთვის, რომელიც პირის გარდაცვალების შემდეგ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვას შეეხება. 2019 წლის 9 იანვარს, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის დეპარტამენტის მე-4 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანის მე-9 კმ.-ზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „რომპეტროლის“ ტერიტორიაზე არსენ კუტალაძის გარდაცვალების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ბიზნესმენი გარდაცვლილი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების შედეგად იპოვეს, მაგრამ ოჯახი დასახელებული პირველადი ვერსიის დამაჯერებლობას გამორიცხავენ. საქმის მასალებით დგინდება, რომ არსენ კუტალაძე ბიზნესიდან რეგისტრირებული და არარეგისტრირებული წილებიდან გასვლას და სამშენებლო სფეროში საქმიანობის გაგრძელებას აპირებდა. შესაბამისად, პარტნიორების წინაშე იდგა კუთვნილი წილის კომპენსაციის გადახდის საკითხი, რაც მილიონს აღემატება. შესაბამისად, არ გამოირიცხება ბიზნესმენის დაღუპვა სხვა ფაქტორებით ყოფილიყო შესრულებული, რასაც არც გამოძიება გამორიცხავს.

გარდაცვლილი ბიზნესმენის სხეულში აღმოჩენილი იქნა 1915 მგ. მეთადონი, რაც ჩვეულებრივ ვითარებაში, 8-ჯერ აღემატება დაშვებულ დოზას და დაუყოვნებლივ იწვევს ფატალურ შედეგს. სინამდვილეში, აქტიური კვლევის, გამოკვეთილი სარწმუნო გარემოებების, საქმესთან შემხებლობაში მყოფი ადამიანების ახსნა-განმარტებებით, დადგენილი უდავო გარემოებების ერთობლიობით ცხადი ხდება, რომ არსენ კუტალაძის გარდაცვალება შესაძლოა კარგად დაგეგმილი ორგანიზებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს, რომელიც შესრულებული იქნა ყველაზე მძიმე და სათაკილო საფუძვლების შექმნით – ნარკოტიკული საშუალების გადაჭარბებული დოზის მოხმარებით გამოწვეული სიკვდილით. თითქოსდა გამოძიების დაწყების მომენტიდანვე გადაწყვეტილი იქნა საკითხი, რომ არსენ კუტალაძე ზედოზირებით დაიღუპა, ამას ყველა საუბრობდა მაშინ, როცა დანიშნული ექსპერტიზის პასუხი ჯერ ისევ ცნობილი არ იყო. შესაბამისად, იმისთვის, რომ მომხდარიყო საგამოძიებო მოქმედებების უძრაობის გამოწვევა, არ მომხდარიყო საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა და მორალური ხასიათის წნეხი განხორციელებილიყო მომჩივანის წინაშე, არსენ კუტალაძის ბიზნეს-წილებისა და საკუთრებაში არსებული ქონებების დატაცების შემდეგ, დაიწყო არსენ კუტალაძის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა.

არსენ კუტალაძის დისკრედიტაციაში ნებსით თუ უნებლიეთ ჩართულნი აღმოჩნდა გარდაცვლილი ძმის ოჯახის სხვა წევრები და მასთან საქმიანობით დაკავშირებული შემდეგი პირები:

– მერაბ კუტალაძე – არსენ კუტალაძის უფროსი ძმა და ბიზნეს-პარტნიორი,

– მაია კუტალაძე – არსენ კუტალაძის და,

– დავით ქათამაძე – არსენ კუტალაძის ბიზნეს-პარტნიორი, ოჯახის მირონით ნათესავი,

– რატი ქათამაძე – დავით ქათამაძის შვილი, ნიკოლოზ კუტალაძის ნათლია,

– ზურაბ ზაქარეიშვილი – არსენ კუტალაძის ბებიის ნათესავი, ოჯახის ნათესავი,

– ედიშერ გაბუნია – არსენ კუტალაძის შპს-ში დასაქმებული პირი,

– სულხან გაბუნია – ედიშერ გაბუნიას ძმა, არსენ კუტალაძის შპს-ში დასაქმებული პირი,

– ლელა მეფარიშვილი – – მერაბ კუტალაძის მეუღლე,

– ნათია ბოკელავაძე – ედიშერ გაბუნიას მეუღლე,

– ჯუშკინ ბაშმანავა – არსენ კუტალაძის ბიზნეს-პარტნიორი.

საქმის მასალებით დგინდება, რომ დისკრედიტაციას მიეცა ხანგრძლივი და მრავალჯერადი ხასიათი და მთლიანობაში ემსახურება მიზანს, რომ დაუსაბუთებელი, დაუმტკიცებელი მითითებებით შექმნას ნეგატიური აზრი არსენ კუტალაძის პიროვნების შესახებ, სასამართლო თუ საგამოძიებო ორგანოები წინმსწრებად ანტაგონისტურად განაწყოს ჭეშმარიტების დადგენის მიმართულებით და საზოგადოდ წარმოაჩინოს, რომ არსენ კუტალაძე გახლდათ ნარკოდამოკიდებული, სჩადიოდა მორალურად გასაკიცხ ქმედებას, არ გააჩნდა საქმიანი რეპუტაცია და ყველა შედავებულ სამართლებრივი გარიგებისა თუ კომუნიკაციის დროს, ასრულებდა ნომინალურ ფუნქციას და პიროვნული იდენტიფიცირების კუთხით, არ შეიძლებოდა მისი ნდობა ან წესიერების მაგალითად ჩვენება. დასახელებულმა პირებმა აღნიშნულის შესახებ ახსნა-განმარტებები ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის დეპარტამენტის მე-4 განყოფილებაში ჩვენებების დროს გამოთქვეს, თუმცა არც ერთი მათგანი უშუალოდ არ არის თვითმხილველი, რომელიც არსენ კუტალაძის ნარკოდამოკიდებულების ფაქტს დააფიქსორებდა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ჩართულობით გაირკვა სინამდვილე – ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის წერილით, დგინდება, რომ არსენ კუტალაძის მიერ 08.01.2029 წლამდე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი არ ფიქსირდება. 2023 წლის 5 ოქტომბრის ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს წერილით დგინდება, რომ არსენ კუტალაძეს არ უსარგებლია „ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობის“ სახელმწიფო პროგრამის „ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება და ჩამნაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის მიწოდების (ტრანსპორტირება, ბადრაგირება) უზრუნველყოფა ქ. თბილისსა და რეგიონებში“ კომპონენტით. 2023 წლის 20 ოქტომბრის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილით დგინდება, რომ 2019 წლის 8 იანვრის მდგომარეობით, არსენ კუტალაძის მიმართ ნარკოტიკული საშუალების თრობის/მოხმარების ფაქტი, ნარკოტიკული შემოწმების შესახებ მონაცემთა ბაზაში, არ ფიქსირდება. ორგანიზაციამ 2023 წლის ოქტომბერში, ყველა იმ პირს, რომელიც საგამოძიებო უწყებაში არსენ კუტალაძის ნარკოდამოკიდებულების თაობაზე საუბრობდა, წერილით მიმართა და მოითხოვა ფაქტის დადასტურება ან უარყოფა. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმოდგენილი პოზიციები ჩაითვლებოდა ცილისწამებად. შედეგად, არსენ კუტალაძის ოჯახმა – მეუღლე მარინე წამალაიძემ და არასრუწლოვანმა შვილებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს, რომ დადგინდეს, რომ თითოეული ახსნა-განმარტების ავტორის კონკრეტული გამონათქვმი ბარსენ კუტალაძის ნარკოდამოკიდებულების შესახბ, არ შეესაბამება სიმართლეს, წარმოადგენს ცილისწამებას და მოპასუხეებს დაევალოთ სასამართლოს გადაწყვეტილების ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერის საინფორმაციო გამოშვებაში გამოქვეყნება.

არსენ კუტალაძის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია მოსამართლე ზაალ მარუაშვილის თავმჯდომარეობით განიხილავს. მოსამართლემ საქმეზე წინასწარი აზრი უკვე გამოთქვა და განმარტა, რომ სასამართლო გადასაწყვეტი საკითხია, თუ რამდენად აქვს უფლება გააკეთოს საგამოძიებო ორგანოში მიცემული ჩვენების კონტროლი და შეიჭრას გამოძიების ინტერესებში. ამასთან, სასამართლო ეჭქვეშ აყენებს მოპასუხედ დასახელებული პირების მიერ მოწმის სახით მიცემულ ახსნა-განმარტებების, როგორც მტკიცებულების ძალის მქონე დოკუმენტაციის სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებისთვის გამოყენებას. სწორედ ამ საფუძვლებიდან გამომდინარე, სასამართლო უარს ამბობს ცალკეული მოპასუხეების მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე. სასამართლომ, აგრეთვე, უარი განაცხადა საქმის სამი მოსამართლის მონაწილეობით განხილვაზე.

 შეხვედრაზე, პროფესიულმა საზოგადოების წარმომადგენლებმა, სწორედ სასამართლოს პირველადი შეფასებების მართებულობა, მნიშვნელობა შეაფასეს. მოსმენილი იქნა სისხლისა და სამოქალაქო სამართლის პრაქტიკული ადვოკატების აზრი, გამოცდილება და მოხდა, როგორც ეროვნული დონის, ასევე ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზი. ამასთან, მსჯელობა შეეხოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობებს გარდაცვლილი პირის რეპუტაციის მნიშვნელობას. შეხვედრაზე უაღრესად საინტერესო დისკუსია წარმოადგინეს პრაქტიკოსმა იურისტებმა და ადვოკატებმა: გია ტაბლიაშვილმა, გიორგი ასლამაზიშვილმა, სერგო მახარაძემ, თათია მაისურაძემ, თეონა კახიძემ, ია ჯღარკავამ, მარიამ ბარსონიძემ, სხვებმა.

 არსენ კუტალაძის ოჯახის სისხლის სამართლის ადვოკატმა, ნიკა სადრაძემ საზოგადოებას დეტალური ინფრომაცია მიაწოდა საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის, ხარვეზებისა და მოლოდინების თაობაზე.

 არსენ კუტალაძის ოჯახის კიდევ ერთმა ადვოკატმა სამოქალაქო სამართალწარმოების სფეროში, არჩილ კაიკაციშვილმა ისაუბრა სასამართლოზე ზეგავლენის ჯგუფებზე და განსახილველი საქმის მნიშვნელობაზე ქართული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისთვის. არჩილ კაიკაციშვილმა წარმოადგინა შედარებითი ანალიზი და გაიხსენა გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებები მეფისტოს საქმეზე, რომლის თანახმადაც, სასამართლომ განაცხადა, რომ ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლება აზრს დაკარგავდა, თუკი ვინმეს ექნებოდა ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთების შესაძლებლობა ადამიანის გარდაცვალების შემდეგ. ადამიანის ცხოვრებისეული ეპიზოდები, მისი ვიზუალური გამოსახულება დაცული უნდა იყოს გაყალბებისაგან. დაუშვებელია მისი დამცირება ან მისი მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენება, როგორც სიცოცხლეში, ასევე მისი გარდაცვალების შემდეგ.

განსახილველ შემთხვევაში, გარდაცვლილი მეუღლისა და მამის გამოცხადება ნარკო-დამოკიდებულ პირად და ნარკოტიკების მომხმარებლად მძიმე ფორმებით აისახება მეუღლისა და არასრულწლოვანების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, იწვევს მათ დათრგუნვას, სირცხვილის გრძნობის გამძაფრებას, ჩაკეტილობას, ასოციალიზაციას, აფერხებს მარინე წამალაიძეს პიროვნულ განვითარებაში, სამსახურეობრივი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, იწვევს მოსარჩელეების სრულ სტიგმატიზაციას. ამასთან, მოპასუხეების მხრიდან წარმოებული ცილისმწამებლური განცხადებები პირდაპირ ლახავს გარდაცვლილი ადამიანის პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას. როგორც შეხვედრაზე განიმარტა, საჭიროა პროფესიული საზოგადოების უფრო მძლავრი მექანიზმის შექმნა, რათა საქმეზე დადგეს ჭეშმარიტება და ფაქტების მხილების გზით დაცული იქნეს სიმართლე.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საზოგადოებას უახლოესს ცნობებს მიაწვდის პროცესების განვითარებაზე”,_ აცხადებს “ახალგაზრდა ადვოკატები”.

"ახალგაზრდა ადვოკატები"
გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

სამართალი

ჩოხატაურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

12:49; 2 მარტი, 2026
სამართალი

ავტობანიდან მანქანა გადავარდა

11:11; 2 მარტი, 2026
სამართალი

ავტომობილის ჩხრეკის შედეად პოლიციამ ერთ კილოგრამამდე „გამომშრალი მარიხუანა“ ამოიღო – დაკავებულია 1 პირი

10:30; 1 მარტი, 2026
სამართალი

თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

10:26; 1 მარტი, 2026
სამართალი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

10:23; 1 მარტი, 2026

მოქალაქეები წერენ, რომ თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე უცნობი პირები დაესხნენ თავს

"გულსატკენი სცენები სუმიდან დღეს დილით"- კაია კალასი

ყველა სიახლე

ფეისბუქსტატუსები

“დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

16:13; 2.03.2026
საზოგადოება

როგორი იქნება ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა _ საპროექტო ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

13:43; 2.03.2026
სამართალი

ჩოხატაურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

12:49; 2.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს მთავრობა საგანგებო განცხადებას ავრცელებს

12:40; 2.03.2026
პოლიტიკა

პაატა ზაქარეიშვილი – ირანში რეჟიმის ჩამოშლა იოლი არ არის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია არაფერს ნიშნავს, ამით ისტორია არ მთავრდება

12:39; 2.03.2026
პოლიტიკა

რა აკავშირებს ირანის დროებითი სულიერ ლიდერს ალირეზა არაფს საქართველოსთან

11:32; 2.03.2026
სამართალი

ავტობანიდან მანქანა გადავარდა

11:11; 2.03.2026
საზოგადოება

ხიდიდან მტკვარში ახალგაზრდა კაცი გადახტა

11:06; 2.03.2026
ფეისბუქსტატუსები

“აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

11:02; 2.03.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

10:41; 2.03.2026
ზაფრანი

ვინ მდიდრდება იშვიათად

10:32; 2.03.2026
მსოფლიო

ირანი: „აშშ-სთან მოლაპარაკებები არ იქნება“

10:19; 2.03.2026
ზაფრანი

ვის უყვარს ორმაგი თამაში სიყვარულში

10:13; 2.03.2026
ზაფრანი

წარმატების ყველაზე ზუსტი ჰოროსკოპი

10:10; 2.03.2026
ზაფრანი

რატომ უნდა გყავდეთ ზოდიაქოს ამ ორი ნიშნით დაბადებული ადამიანი მეგობრებში

10:00; 2.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

16:13; 2.03.2026
0

“აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

11:02; 2.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო