მარნეულში ცენტრში მდებარე რესტორან “თეთრ სახლთან” გუშინ, გვიან ღამით ხმაური და ფიზიკური დაპისიპირება იყო. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
InterPress.ge-ს წყაროს ინფორმაციით, დაპირისპირება პოლიციისა და მარნეულის მერიის თანამშრომლებს შორის მოხდა.
არსებული ვერსიით, პოლიციის თანამშრომლები რესტორანში დაბადების დღეს აღნიშნავდნენ ამ დროს, რესტორნის ეზოში რამდენიმე გასროლა განხორციელდა ჰაერში. აღნიშნულზე რეაგირებისას მერიის თანამშრომლებსა და პოლიციელებს შორის ინციდენტი მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ამ დროისთვის უცნობია, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება ფაქტთან დაკავშირებით.
წყარო: interpress.ge


































































