https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა გაკეთდა ჩოხატაურში 2023 წელს მომხდარი სტიქიის შემდეგ

ჩოხატაურში 2023 წლის ოქტომბერში მომხდარი სტიქიის შედეგებს დღესაც ებრძვიან

16:23; 27.04.2025
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

გეოლოგების შეფასებით, 2023 წლის 8 სექტემბერს სტიქიით გამოწვეულმა უარყოფითმა შედეგებმა გურიის მხარეში ისტორიულ მაქსიმუმს გადააჭარბა.

8 სექტემბერს სტიქიამ გურიის რეგიონში სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვია.

“ბოლო 10 წლის განმავლობაში, საქართველოში კლიმატის გლობალურმა ცვლილებამ ყველაზე უარყოფითი ზეგავლენა გურიაზე მოახდინა”, _ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მერაბ გაფრინდაშვილმა განუცხადა.

თუ რა ღონისიძიებები გატარდა გურიაში 2023 წელს მომხდარი სტიქიის შემდეგ, ამის დასადგენად “გურია ნიუსმა” სამივე მუნიციპალიტეტის მერიებს შეკითხვებით მიმართა.

“გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია, რა ღონისძიებები გატარდა მუნიციპალიტეტში გარემოს ეროვნული სააგენტოს 2024 წელს გამოქვეყნებული გეოლოგიური ბიულეტენის თანახმად?

_ რამდენი ოჯახის გადაყვანა მოხდა გეოლოგიურად მდგრად ადგილზე და რომელი სოფლებიდან?

_ რჩება თუ არა ამ სოფლებში ოჯახები, რომლებსაც მდგრად ადგილზე გადაყვანა ესაჭიროება?“_ ამ კითხვებით ჩოხატაურის, ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების მერიებს 23 მარტს მივმართეთ.

წერილობითი პასუხი, საჯარო ინფორმაცის გასაცემად კანონით განსაზღვრული 10 დღიანი ვადის დარღვევით, 22 აპრილს, მხოლოდ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან მივიღეთ.

როგორც მერიის პასუხიდან ირკვევა, 2023 წლის ოქტომბერში მომხდარი სტიქიის შედეგებს დღესაც ებრძვიან.

“თქვენი მ/წლის 21 მარტის წერილის პასუხად რომელიც შეეხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გარემოს ეროვნული სააგენტოს 2024 წელს გამოცემული გეოლოგიური ბიულეტენის მიხედვით გატარებულ ღონისძიებებს, გაცნობებთ, რომ გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ შესწავლილ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე გახორციელდა შესაბამისი სამუშაოები (გზის სავალი ნაწილის აღდგენა, ნაპირსამაგრი სამუშოები და ა.შ.), მათ შორის ორ ობიექტზე ამჟამად მიმდინარებს დამეწყრილ მონაკვეთზე გზის სავალი ნაწილის მოწყობის სამუშაოები.

რაც შეეხება გეოლოგიურად მდგრად ადგილზე მოსახლეობის გაყვანას გაცნობებთ, რომ საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეფასდა 95 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, რომელთაგანაც 25 დაექვემდებარა გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანას. ამ ოჯახების განსახლების პროცედურებთან დაკავშირებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან ერთად მიმდინარეობს სათანადო დოკუმენტაციის მომზადება საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე”, _ წერია წერილში, რომელიც 22 აპრილით თარიღდება.

ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების მერიებიდან ჩვენ კითხვებზე პასუხების მიღებას ისევ ველოდებით და მიღების შემთხვევაში აუცილებლად შემოგთავაზებთ.

ჯერჯერობით, გარემოს ეროვნულ სააგენტოს გეოლოგიურ დეპარტამენტს ახალი ბიულეტენი გამოქვეყნებული არ აქვს.

რაც შეეხება 2023 წლის გეოლოგიური ბიულეტენის თანახმად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გეოლოგების მიერ შესწავლილ დასახლებულ პუნქტებს, მდგომარეობა და რეკომენდაციები გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ასე გამოიყურება:

“სოფელი დიდი ვანი _ მეწყრული პროცესების ქვეშ მოქცეულია დაბა ჩოხატაური- სურების ცენტრალური საავტომობილო გზის მონაკვეთი. საშიშროების რისკი მაღალი. რეკომენდაცია: საავტომობილო გზის გასწვრივ უნდა გაკეთდეს ფერდობდამცავი ბეტონის კედელი, საჭიროა პერიოდული გეომონიტორინგი.

სოფელი სურები _ მეწყრული პროცესების ქვეშ მოქცეულია დაბა ჩოხატაური-სოფელი სურების ცენტრალური საავტომობილო გზის მონაკვეთი. საშიშროების რისკი მაღალი, რეკომენდაცია: საავტომობილო გზის გასწვრივ უნდა გაკეთდეს ფერდობდამცავი ბეტონის კედელი, საჭიროა პერიოდული გეომონიტორინგი.

სოფელი საჭამიასერი _ მეწყრული პროცესების საშიშროების ქვეშ მოქცეულია სოფლების საჭამიასერისა და კოხნარის ცენტრალური საავტომობილო გზა. საშიშროების რისკი საშუალო. ფერდობდამცავი ბეტონის კედლის მშენებლობა, გზის გასწვრიც სანიაღვრე არხების მოწყობა, ზედაპირული წყლის ნაკადების რეგულირების მიზნით, პერიოდული გეომონიტორინგი. ამას გარდა, სოფელ საჭამიასერში მეწყრული პროცესების საშიშროების ქვეშ მოქცეულია სოფელ საჭამიასერის შიდა სასოფლო დანიშნულების საავტომობილო გზა. საშიშროების რისკი საშუალო. ფერდობდამცავი ბეტონის კედლის მშენებლობა, გზის გასწვრივ სანიაღვრე არხების მოწყობა, პერიოდული გეომონიტორინგი.

სოფელი ერკეთი _ მეწყრული პროცესების ქვეშ მოქცეულია ერკეთის საბავშვო ბაღი. საშიშროების რისკი მაღალი. რეკომენდაცია: ნაპირდამცავი გაბიონის და ფერდსამაგრი ბეტონის კედლის მშენებლობა. გარდა ამისა, ერკეთში მეწყრული პროცესების საშიშროების ქვეშ მოქცეულია შიდა სასოფლო დანიშნულების საავტომობილო გზის მონაკვეთი. საშიშროების რისკი საშუალო. ჩამოშლილი მეწყრული გრუნტის მასის გაწმენდა-გატანა, მეწყრულ ფერდობზე მონიტორინგული დაკვირვების წარმოება.

სოფელი კოხნარი _ მეწყრული პროცესების საშიშროების ქვეშ მოქცეულია საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები და შიდა სასოფლო გზა. საშიშროების რისკი საშუალო. ზედაპირული წყლის ნაკადების რეგულირება სადრენაჟე და წყალამრიდი არხების მოწყობით, პერიოდული გეომონიტორინგი.

სოფელი ნაბეღლავი _ მეწყრული პროცესების საშიშროების ქვეშ მოქცეულია დაბა ჩოხატაური- სოფელ ზოტის ცენტრალური საავტომობილო გზის მონაკვეთი. საშიშროების რისკი, მაღალი. საჭიროა ჩატარდეს ტერიტორიის დეტალური საინჟინრო გეოლოგიური კვლევა, რის შედეგებზე დაყრდნობითაც მომზადებული პროექტი უნდა დაედოს საფუძვლად მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების დასახვა-გახორციელებას.

სოფელი ფარცხმა _ ზიანდება სასოფლო სავარგულები, მეწყრული პროცესების საშიშროების ქვეშ მოქცეულია საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები. საშიშროების რისკი მაღალი. მეწყრული ფლატის გასწვრივ საფეხურებრივი დამცავი გაბიონის მოწყობა, პერიოდული გეომონიტორინგი.

ბურნათი _ მეწყრული პროცესების საშიშროების ქვეშ მოქცეულია საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები. საშიშროების რისკი მაღალი. წარმოქმნილი მეწყრული ფლატის გასწვრივ ფერდობდამცავი ბეტონის კედლის მშენებლობა, ზედაპირული წყლის მაკადების რეგულირება.

წიფნარი _ მეწყრული პროცესების საშიშროების ქვეშ მოქცეულია შიდასასოფლო საავტომობილო გზა, საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი. საშიშროების რისკი მაღალი. ზედაპირული წყლის ნაკადების რეგულირება, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.

იანეული _ მეწყრული პროცესების შედეგად ზიანდება საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები, საფრთხე ექმნება ერთ-ერთ დასახლებულ უბანს. საშიშროების რისკი საშუალო. საფეხურებრივი გაბიონის ტიპის დამცავი კედლის მოწყობა, ზედაპირული წყლის ნაკადების რეგულირება.

ჩომეთი _ მეწყრული პროცესების საშიშროების ქვეშ მოქცეულია შიდა სასოფლო დანიშნულების საავტომობილო გზა. საშიშროების რისკი საშუალო. საჭიროა ტერიტორიაზე ჩატარდეს საინჟინრო-გეოტექნიკური კვლევა ჭაბურღილების გაყვანის გზით და მათი ანალიზის საფუძველზე შედგეს პრევენციული ღონისძიებების გახორციელების პროექტი.

ზომლეთი _ მეწყრული პროცესების საშიშროების ქვეშ მოქცეულია ერთ-ერთი დასახლებული უბანი. საშიშროების რისკი საშუალო. მეწყრული ფლატის გასწვრივ ფერდობსამაგრი ბეტონის კედლის მშენებლობა, ზედაპირული წყლის ნაკადების რეგულირება.

გუთური _ მეწყრული პროცესების საშიშროების ქვეშ მოქცეულია ერთ-ერთი დასახლებული უბანი.ზიანდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. საშიშროების რისკი საშუალო. მდინარე საკირესღელეს კალაპოტის გაწმენდა- ჩაღრმავება, გასწორხაზოვნება და მარჯვენა ნაპირზე ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა.

კურორტი ბახმარო _ საშიშროების ქვეშ მოქცეულია კურორტ ბახმაროს ტერიტორია. საშიშროების რისკი საშუალო. მდინარე ბახვისწყლის პერიოდული გაწმენდა ნატანი მასალისგან, აქტიურ ეროზიულ უბნებზე ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა.

ზემოხეთი _ მეწყრული პროცესების საშიშროების ქვეშ მოქცეულია შიდა სასოფლო დანიშნულების საავტომობილო გზის მონაკვეთი. საშიშროების რისკი საშულო. ფერდობის ძირის გასწვრივ დამცავი გაბიონის მოწყობა, ზედაპირული წყლის ნაკადების რეგულირება.

საჭამიასერი _ მეწყრული პროცესების საშიშროების ქვეშ მოქცეულია შიდა სასოფლო დანიშნულების საავტომობილო გზის მონაკვეთი. საშიშროების რისკი საშუალო. გზის ვაკისის მიმართულებით საფეხურისებრი გაბიონის მოწყობა ძირითად ქანებზე დაფუძნებით.

ფარცხმა _ მეწყრული პროცესების საშიშროების ქვეშ მოქცეულია შიდა სასოფლო დანიშნულების საავტომობილო გზის მონაკვეთი. საშიშროების რისკი საშუალო. გზაზე კაპიტალური სანიაღვრე არხების მოწყობა, ჩაწეული გრუნტის შევსება მდინარეული ბალასტით, მეწყრული ფერდობის დატერასება და განაშენიანება ღრმა ფესვთა სისტემის მქონე ნარგავებით, გეომონიტორინგი”.

ჩვენი კითხვებზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან მიღებული პასუხი ვერ გვაძლევს ამომწურავ ინფორმაციას, თუ რომელ სოფლებშია დასრულებული 2023 წლის სტიქიის შედეგებთან ბრძოლის სამუშაოები და სად მიმდინარეობს ახლა.

როგორც გეოლოგები ამბობენ, 2023 წელს ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ საანგარიშო წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების გააქტიურების ტენდენციამ, დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად გადააჭარბა ფონურ მდგომარეობას, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად იგივე იყო.

„გურიის მხარეში 2023 წლის 8 სექტემბრის სტიქიით გამოწვეულმა უარყოფითმა შედეგებმა (ადამიანთა მსხვერპლი, ათეულობით მილიონი ლარის ზარალი და სხვა) რეგიონის ჭრილში არათუ ფონურს, არამედ ისტორიულ მაქსიმუმსაც კი გადააჭარბა.

მთლიანად გურიის მხარეში სხვადასხვა სახის სტიქიური გეოლოგიური პროცესების მეტ-ნაკლები ზემოქმედების არეალში მოქცეულია 182 დასახლებული პუნქტი, მათ შორის მაღალი საშიშროების რისკის ქვეშ მოქცეულია 79, საშუალოში _ 71, დაბალში _ 32, ხოლო ძლიერ დაბალში 11 დასახლებული პუნქტი.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და ცალკეული უწყებების ხელმძღვანელობის თხოვნის საფუძველზე შედგენილ იქნა 30 ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა, სადაც შეფასებული იქნა 2603 ოჯახის (კომლი) საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, აქედან 965 ოჯახზე გაიცა გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანის რეკომენდაცია. საშიშროების რისკის ზონაში მოქცეული მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლების რაოდენობა, რომელთ მდგრადობის შესანარჩუნებლად საჭიროა მეწყერსაწინააღმდეგო ან ეროზიასაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, შეადგენს 1638-ს. ყველა ცალკეულ საცხოვრებელ სახლზე და საკარმიდამო ნაკვეთზე შედგენილია ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნები, რომლებიც შესაბამისი რეკომენდაციებით, გადაეცა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობას და სხვა შესაბამის უწყებებს შემდგომი რეაგირებისთვის.

გურიის მხარეში საანგარიშო პერიოდში შეფასებული იქნა 135 ინფრასტრუქტურული ობიექტი და 156 დასახლებული პუნქტი, დაფიქსირდა 467 გააქტიურებული და ახლად წარმოქმნილი მეწყრული სხეული, რომელთა საერთო ფართობმა შეადგინა 489 ჰექტარი”, _ ვკითხულობთ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დეპარტამენტის საინფორმაციო ბიულეტენში, რომელიც 2024 წელს გამოიცა.

ინფორმაციისთვის, გეოლოგები ამბობენ, რომ მოსახლეობამ, რომელიც ექვემდებარება გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანას, რეკომენდაციას უნდა დაემორჩილონ, რადგან იქ ცხოვრებით, საკუთარ და ოჯახის წევრების სიცოცხლეს რისკავენ.

სტიქიაჩოხატაური
გაზიარება5Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

როგორ მოხვდა ნოროვირუსი ბაღებში? – ინგა მამუჩიშვილი

17:06; 20 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

რა არის, როგორ ვრცელდება და რა უნდა ვიცოდეთ ნოროვირუსის შესახებ?

16:32; 20 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ე.წ მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

15:04; 20 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ბათუმში 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა და განეკუთვნება 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს”

14:38; 20 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

რა გახდა ბავშვთა ავადობის სავარაუდო მიზეზი _ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაცია

11:01; 20 სექტემბერი, 2026

თბილისში მამაკაცი დაჭრეს

მარია ზახაროვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივებზე საუბრობს

ყველა სიახლე

სპორტი

„ლანჩხუთმა“ ბათუმი გაანადგურა _ წინ გადამწყვეტი მატჩია

19:12; 20.09.2026
პოლიტიკა

„გამათავისუფლეს და არც არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა”

19:02; 20.09.2026
ზაფრანი

23 სექტემბერს შემოდგომის ბუნიობაა _ რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს

18:00; 20.09.2026
პოლიტიკა

,,ძალიან კარგი ამბავი ჩვენთვის“ – სააკაშვილი

17:11; 20.09.2026
საზოგადოება

როგორ მოხვდა ნოროვირუსი ბაღებში? – ინგა მამუჩიშვილი

17:06; 20.09.2026
საზოგადოება

რა არის, როგორ ვრცელდება და რა უნდა ვიცოდეთ ნოროვირუსის შესახებ?

16:32; 20.09.2026
სამართალი

პროკურატურა – “არასრულწლოვანს ვიდეოზარით შიშველი სხეულის ჩვენებას სთხოვდა”

16:25; 20.09.2026
საზოგადოება

ე.წ მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

15:04; 20.09.2026
მსოფლიო

ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

14:56; 20.09.2026
საზოგადოება

“ბათუმში 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა და განეკუთვნება 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს”

14:38; 20.09.2026
ზაფრანი

2026 წლის ოქტომბერში განსაკუთრებული წარმატების შანსი ზოდიაქოს ამ 4 ნიშანს აქვს

12:32; 20.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

11:21; 20.09.2026
საზოგადოება

რა გახდა ბავშვთა ავადობის სავარაუდო მიზეზი _ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაცია

11:01; 20.09.2026
მსოფლიო

რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

10:50; 20.09.2026
საზოგადოება

112 განცხადებას ავრცელებს

10:26; 20.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო