ლავანდის გამხმარ ყვავილებს ძველი რომაელები აბანოში საპნის ნაცვლად იყენებდნენ. მისი შესანიშნავი სურნელის და სხვა სასიკეთო თვისებების გამო, მას ფართოდ იყენებდნენ პარფიუმერიაში. ის ძველი ეგვიპტელი ქალების პარფიუმერიის განუყოფელი ნაწილი იყო. შუა საუკუნეებში მას ავი სულების დასაფრთხობადაც იყენებდნენ, სჯეროდათ, რომ მას ეშმაკების განდევნა შეეძლო.
ძალიან კარგია ლავანდის ზეთი თუ მას აბაზანის მიღების დროს გამოვიყენებთ, ის გამაჯანსაღებლად იმოქმედებს კანზე, დაატენიანებს და სურნელებით აავსებს. მას გააჩნია დამამშვიდებელი და ანტიბაქტერიული თვისებები. აცხრობს გაღიზიანებას, ანთებას, სიწითლეს. ძალიან დაგეხმარებათ თუ ერთმანეთში გაურევთ 2 წვეთ ლავანდის ზეთს და სელის, ზეითუნის, ქოქოსის, ატმის, გარგარის ან კედარის ზეთს და სახეზე წაისმევთ, 30-40 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანთ.
შეგიძლიათ ლავანდის ზეთის რამდენიმე წვეთი გაურიოთ აბაზანის წყალში. ის შესანიშნავად მოუხდება თქვენს კანს.
ავტორი
































































