https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

SJC: “ჯორჯიან მანგანეზი” აგრძელებს მაღაროელების შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს

15:14; 22.05.2025
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, “ჯორჯიან მანგანეზი” აგრძელებს მაღაროელების შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს.

“19 მაისს, ,,ჯორჯიან მანგანეზის’’ მმართველმა კომპანიამ, ,,Chiatura Management Company’’−მ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ჭიათურაში მიმდინარე მასობრივ პროტესტში მონაწილე მაღაროელები სამსახურიდან ,,საბოლოოდ დათხოვილ თანამშრომლებად’’ გამოაცხადა. აღნიშნული განცხადება მაღაროელებისთვის მოულოდნელად, იმ დროს გაკეთდა, როდესაც ისინი მოლაპარაკების პროცესში იმყოფებოდნენ კომპანიის ხელმძღვანელობასთან.

ჭიათურელი მაღაროელები უკვე სამი თვეა უწყვეტად აპროტესტებენ კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, ხელფასების არგადახდას, უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას, რამაც საგანგაშო სოციალური პრობლემები გამოიწვია მათთვის და მათი ოჯახებისთვის. მიმდინარე წლის აპრილში კომპანიაში რეორგანიზაციის პროცესს ახალი ადმინისტრაცია ჩაუდგა სათავეში, რომლის ქმედებებმა მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა. საწარმოს რეორგანიზაციის პროცესი შრომითი სამართლის ფუნდამენტური სტანდარტებისა და მაღაროელების შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებით მიმდინარეობს.

მდგომარეობის გამოსწორებისა და საერთო ენის გამონახვის მიზნით, გასულ კვირას მაღაროელებსა და ახალ ადმინისტრაციას შორის შეხვედრა გაიმართა. მაღაროელებმა ახალი ხელმძღვანელობის წინაშე დააყენეს მოკლევადიანი და გრძელვადიანი მოთხოვნები. მოკლევადიან მოთხოვნებს მიეკუთვნება პრობლემები, რომელიც სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს, მათ შორის, მაღაროელებისთვის კუთვნილი ხელფასების გადახდა და საბანკო ვალდებულებების შემსუბუქება. ამ საკითხებთან დაკავშირებით კომპანიას თავისი პოზიცია მაღაროელებისთვის 19 მაისს უნდა გაეზიარებინა. ამის ნაცვლად, კომპანიამ სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმად პროტესტში მონაწილე მაღაროელები სრულიად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად სამსახურიდან ,,საბოლოოდ დათხოვილ თანამშრომლებად’’ გამოაცხადა.

კომპანიის განცხადებით, ის სამსახურიდან ათავისუფლებს იმ თანამშრომლებს, რომლებთანაც ვერ მოხერხდა შრომითი ურთიერთობის გაგრძელება. ამ კუთხით აუცილებელია აღინიშნოს, რომ კომპანია მაღაროელებისგან ითხოვს ისეთ დოკუმენტზე ხელმოწერას, რომელშიც წარმოდგენილი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ეს დოკუმენტია განცხადება, რომლის მიხედვით დასაქმებულები თანხმობას აცხადებენ რეორგანიზაციის პროცესზე და გადადიან სამსახურის მაძიებელთა რიგებში. განცხადება არ შეიცავს ინფორმაციას, თუ რომელ განყოფილებებს და პოზიციებს ეხება რეორგანიზაცია და რა სახის ცვლილებებს გამოიწვევს იგი განცხადების ხელმომწერი დასაქმებულისათვის. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ,,დასაქმებულები გაეცნენ განცხადების ქვემოთ ჩამოთვლილი კომპანიების ახალ საშტატო ნუსხას, ვაკანტურ პოზიციებს, სამუშაო აღწერილობებს, ასევე თითოეული პოზიციის შრომითი ურთიერთობის ყველა არსებით პირობას, მათ შორის, სამუშაო საათებს’’, რაც არ მომხდარა.

ზემოაღნიშნული დოკუმენტის პრობლემურობაზე მეტყველებს ასევე მასთან დაკავშირებით კომპანიის ახალი ხელმძღვანელის, მიხეილ სოცკის მიერ გაკეთებული წინააღმდეგობრივი განცხადებები მაღაროელებთან 20 მაისს გამართულ შეხვედრაზე. მაღაროელის შეკითხვაზე, თუ რა ბედი ეწეოდათ იმ მაღაროელებს, რომლებსაც ამ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერიათ, მიხეილ სოცკიმ თავდაპირველად განაცხადა, რომ მაღაროელები ,,შეცდომაში შეიყვანეს’’ და ,,ერთადერთი ხელმოწერა, რაც არსებობს, არის ხელმოწერა ხელშეკრულებაზე’’. თუმცა, მას შემდეგ, რაც მაღაროელებმა მეტი განმარტება მოითხოვეს ამ საკითხთან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტზე გაკეთებული ხელმოწერების საფუძველზე მომზადდება ხელშეკრულების დანართები. ეს იმას ნიშნავს, რომ მაღაროელებისგან წინასწარ იღებენ თანხმობას (ხელმოწერას) შრომის პირობების არსებით საკითხებზე, რომლებიც ჯერ მათთან შეთანხმებული არ არის და რომელთა შესახებ მათ ინფორმაცია არ აქვთ. იმ მაღაროელებს კი, რომლებმაც დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს და უარი განაცხადეს მათი უფლებების უხეშად შელახვის პროცესში მონაწილეობაზე, სამსახურიდან უშვებენ.

კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზის’’ ხელმძღვანელობის მხრიდან ჭიათურელი მაღაროელების მჩაგვრელ და უსამართლო მოპყრობას, წლებია, განგრძობითი ხასიათი აქვს. კომპანია არაერთხელ შეეცადა დასაქმებულებთან დადებული კოლექტიური ხელშეკრულების არსებითი პირობების ცალმხრივ, მათთან შეუთანხმებელ ცვლილებას. კომპანიის მსგავს ქმედებას წარმოადგენდა 2023 წელს ულტიმატუმის ენით წამოყენებული უსამართლო შრომის პირობები, მათ შორის, სიცოცხლისთვის საშიში სამუშაო რეჟიმი და დატვირთვა, რასაც მაღაროელების მასშტაბური გაფიცვა მოჰყვა. მაღაროელებთან გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების არსებითი პირობის დარღვევას წარმოადგენდა მიმდინარე წლის პირველი ნახევრის განმავლობაში, რამდენიმე თვის მანძილზე, იძულებითი მოცდენის ვითარებაში მაღაროელებისთვის კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების – შრომის ანაზღაურების სატარიფო განაკვეთის 60%-ის – გადაუხდელობა. შედეგად, კომპანიაში დასაქმებული ასეულობით მაღაროელი საბაზისო შემოსავლის გარეშე დარჩა, რამაც ჭიათურის მუნიციპალიტეტში მწვავე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა საბანკო ვალდებულებების დამძიმებამ. შრომის ანაზღაურების დაგვიანებამ გამოიწვია საბანკო ვალდებულებების შესრულების დაგვიანება, რის შედეგადაც მაღაროელებს გაეზარდათ ბანკისგან აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთი. მიმდინარე წლის აპრილში კომპანიამ ეტაპობრივად დაიწყო სახელფასო დავალიანებების დარიცხვა. თუმცა, ამ დროისთვის მაღაროელებს კვლავ არ მიუღიათ ბოლო რამდენიმე თვის კუთვნილი შრომის ანაზღაურება. კვლავ მოუგვარებელია ასევე საბანკო ვალდებულებებთან დაკავშირებული პრობლემები. აღნიშნული საკითხები მიეკუთვნებოდა მაღაროელების მიერ კომპანიის ახალი ხელმძღვანელობის წინაშე დაყენებულ სასწრაფო მოთხოვნებს, რომლებზეც პასუხების გაცემის ნაცვლად კომპანიამ პროტესტში მონაწილე მაღაროელები სამსახურიდან გაათავისუფლა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს:

Chiatura Management Company-ს:

  • შეწყვიტოს რეორგანიზაციისა და მაღაროელების მასობრივი დათხოვნის უკანონო პროცესი;
  • დაუყოვნებლივ გადაუხადოს მაღაროელებს სახელფასო დავალიანება;
  • მოლაპარაკებები აწარმოოს ბანკებთან მაღაროელების საბანკო ვალდებულებების შემსუბუქებასთან დაკავშირებით;

შრომის ინსპექციის სამსახურს:

  • რეაგირება განახორციელოს ,,ჯორჯიან მანგანეზში’’ დასაქმებული მაღაროელების შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებთან, მათ შორის, შრომის ანაზღაურების დაგვიანებასთან და მასობრივი გათავისუფლების უკანონო პროცესთან დაკავშირებით;

მოვუწოდებთ ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ შეხვდნენ პროტესტში მონაწილე მაღაროელებს და მოისმინონ მათი ხედვები არსებული კრიზისიდან გამოსავლის გზების თაობაზე”,_ აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

11:19; 7 იანვარი, 2026
საზოგადოება

მართლმადიდებელი სამყარო შობას აღნიშნავს

11:16; 7 იანვარი, 2026
საზოგადოება

შეიცვალა თუ არა დოლარის და ევროს ღირებულება – ვალუტის კურსი

18:14; 6 იანვარი, 2026
საზოგადოება

საქართველოში სიგარეტი გაძვირდა

17:25; 6 იანვარი, 2026
საზოგადოება

სად შეიზღუდება მოძრაობა „ალილოს“  მსვლელობის დროს

14:28; 6 იანვარი, 2026

პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი 1 პირი დააკავა

რა ღონისძიებებია დაგეგმილი 26 მაისს ჩოხატაურში

ყველა სიახლე

მსოფლიო

ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

11:30; 7.01.2026
სამართალი

მამა-შვილს მანქანით გადაუარეს – სისხლიანი გარჩევა მკვლელობით დასრულდა, არიან დაჭრილებიც

11:24; 7.01.2026
სამართალი

ბათუმში ძებნილი პირი დააკავეს

11:21; 7.01.2026
საზოგადოება

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

11:19; 7.01.2026
საზოგადოება

მართლმადიდებელი სამყარო შობას აღნიშნავს

11:16; 7.01.2026
სამართალი

პროკურატურამ ყაჩაღობის და სიცოცხლის მოსპობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

18:29; 6.01.2026
საზოგადოება

შეიცვალა თუ არა დოლარის და ევროს ღირებულება – ვალუტის კურსი

18:14; 6.01.2026
მსოფლიო

“ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

17:39; 6.01.2026
საზოგადოება

საქართველოში სიგარეტი გაძვირდა

17:25; 6.01.2026
საზოგადოება

სად შეიზღუდება მოძრაობა „ალილოს“  მსვლელობის დროს

14:28; 6.01.2026
პოლიტიკა

პაპუაშვილი: ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი, აღარ არსებობს

14:22; 6.01.2026
საზოგადოება

ადვოკატის ინფორმაციით, ბიჭიკო პაიკიძე, რომელიც ესპანეთში დააკავეს, თავისუფალია

14:15; 6.01.2026
საზოგადოება

“მნიშვნელოვანია ექიმთან დროული კომუნიკაცია”- ივანე ჩხაიძე

13:27; 6.01.2026
საზოგადოება

ცეცხლმოკიდებული სახლიდან გაქცევის დროს ქალი აივნიდან გადმოხტა და გარდაიცვალა

12:52; 6.01.2026
ზაფრანი

მსოფლიო საშობაო ნუგბარ-ტრადიცია

12:18; 6.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო