ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისი აღსანიშნად ემზადებიან. შესაბამისი ბანერი მუნიციპალიტეტში უკვე გამოჩნდა.
ინფორმაციას 26 მაისს დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაც ავრცელებს.
“26 მაისს, მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ჩოხატაურში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.
პროგრამა:
12:50 სთ
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის, ბიუსტის ყვავილებით შემკობა.
13:00 სთ
ცენტრალური სტადიონი:
დროშის აღმართვა;
დოღი;
1 კმ-იანი გარბენი (შერეული სისხლის);
2 კმ-იანი გარბენი (სუფთა სისხლის);
2 კმ-იანი გარბენი (შერეული სისხლის);
მარულა — 4 კმ-იანი გარბენი;
მკლავჭიდი;
ბაგირის გადაძალვა.
15:00 სთ – ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორია:
ეროვნული ისტორიის ამსახველი ფოტოების და დოკუმენტების გამოფენა;
ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები.
15:30 სთ – ხელოვნების სასახლეში:
ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი;
საპატიო ჩოხატაურელის გამოვლენა;
მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების დაჯილდოება”,_ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
































































