„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლანჩხუთელი ლიდერი, ვახტანგ ზენაიშვილი პარტიული ხელმძღვანელის, ზურა (გირჩი) ჯაფარიძის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„დღეს, ზურა ჯაფარიძემ პირწმინდად მოუგო სისტემას! მალე დადგება დრო, როდესაც მორალური გამარჯვება, რომლის მაგალითიც დღეს ზურამ გვაჩვენა, აუცილებლად გადაითარგმნება პოლიტიკურ გამარჯვებაში!“ -დაწერა ზენაიშვილმა.
ლანჩხუთელი ოპოზიციონერის კახა ასკურავას შეფასებით კი, „ ზურა ჯაფარიძეს აუცილებლად დააკავებდა რეჟიმი ერთი მარტივი მიზეზის გამო: იგი იშვიათი გამონაკლისი იყო, თავისუფლებაზე მყოფ პოლიტლიდერებს შორის, ვინც ღიად ამბობდა რომ რეჟიმი უნდა დაემხოს!“

































































