უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 303 დამცველი დააბრუნა „1000-ის 1000-ზე“ გაცვლის მესამე ფაზის ფარგლებში,_ ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Telegram-ზე განაცხადა, იტყობინება Ukrinform.
“303 უკრაინელი დამცველი სახლშია. თურქეთში შეთანხმებული 1000-ის 1000-ზე გაცვლის მესამე ფაზა დასრულდა“, _ ხაზი გაუსვა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა.
ზელენსკის თქმით, დღეს დაბრუნებულ ჯარისკაცებს შორის არიან შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო სასაზღვრო დაცვის სამსახურის და სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახურის წევრები.






























































