ოზურგეთში თხილის მიმღებ პუნქტებში ერთგვარი სიახლეა. თხილის ჩაბარება კვლავ გატეხვით ხდება, საღია თუ არა გული. ამჯერად ერთი საღი გულის ფასი ერთი ლარია, რაც ადრე არ მომხდარა. მაქსიმალური ფასი 70-75 თეთრი იყო.
_ ვის აქვს ახლა თხილი? Რომც შეინახოს, მაისამდე ძველი თხილი ვერ მოაღწევს, ლპება. ამიტომ იხვეწებიან ერთ თხილის გულს ერთ ლარად. ათი გატეხილიდან ათივე კი არა, ხუთი არ იქნება საღი. არადა, ვიღაცამ იქნებ მართლა დაიჯერო, რომ ოზურგეთში ერთი კილოგრამი თხილი ათი ლარი ღირს,_ ამბობენ ადგილობრივები.
_პირდაპირ რომ წონის და გაუტეხავად გადამიხდის ათ ლარს, აი, ეგ იქნება სიმართლე, _გვითხრა ოზურგეთელმა ლუკა ურუშაძემ.






























































