უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 14 ფაქტი გამოვლონდა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
“სამართალდარღვევები გამოვლენილია აჭარაში – ქობულეთისა და ქედის მუნიციპალიტეტებში, სამეგრელოში – ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში, იმერეთში – წყალტუბოსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში, შიდა ქართლში – ხაშურის მუნიციპალიტეტში, კახეთში – ახმეტის მუნიციპალიტეტში, მცხეთა-მთიანეთში – თიანეთის მუნიციპალიტეტში და სამცხე-ჯავახეთში – ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სადაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნაძვის სახეობის 15 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყის (მორი) უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად გამოავლინეს.
ჯამში ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 35 ერთეული მორი და დაახლოებით 51 კუბური მეტრი მოცულობის ხე-ტყე.
ავტოსატრანსპორტო საშუალებები და უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. მასალები შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა”,_ აცხადებს უწყება.































































