თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული.
სასამართლოში დღეს 14:00 საათზე დანიშნულია წინასასამართლო სხდომა ნიკა მელიას სისხლის სამართლის საქმეზე. საქმე ეხება თეა წულუკიანის კომისიის სხდომაზე არგამოცხადებას – ამის გამო მას თავდაპირველად გირაო შეუფარდეს. მელიამ გირაო არ გადაიხადა, რის გამოც დღეს სასამართლო აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლაზე იმსჯელებს. იმავე საბაბით უკვე დააპატიმრეს ირაკლი ოქრუაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე.
ნიკა მელია გუშინ, 29 მაისის საღამოს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად მიდიოდა. ის დიღმის იზოლატორშია მოთავსებული.
ვრცელდება კადრები, რომლის თანახმადაც იზოლატორთან ასევე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია, ასევე წყლის ჭავლის მანქანა.
წყარო: პუბლიკა
































































