https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ბალი თუ ყველი? ხუმრობა იქით იყოს და ძნელი ასარჩევია” _ თვალში საცემია ფასების შემპარავი ზრდა

12:15; 12.06.2025
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

სამომხმარებლო ფასების მდგომარეობა, საარსებო მინიმუმი, განსაკუთრებით, კვების პროდუქტებზე, საზოგადოებაში მუდამ აქტუალურია.

 “ბალი თუ ყველი? ყველი თუ ბალი? რომელი ავირჩიოთ, თუ ფული არ გვყოფნის?” _ ხუმრობით საუბრობენ ოზურგეთელები.

საქმე იმაშია, რომ მარწყვთან ერთად, ყველაზე საყვარელი საადრეო ხილის, ბლის შემოსვლიდან, ერთი კილოგრამი ბლის და ასევე, ერთი კილოგრამი ყველის ფასი ათი ლარია. ფასების ასეთმა გათანაბრებამ გურულებს კეთილი ღიმილი და იუმორის მოჰგვარა, გაკვირვებაც გამოიწვია და ხშირად, ბაზარში შეხვედრისას, გამარჯობის ნაცვლად ასეთი ფრაზებით “ესალმებიან”: “ბალი თუ ყველი? ხუმრობა იქით იყოს და ძნელი ასარჩევია”, რადგან ყველი მაინც უპირველესი საკვები პროდუქტია და მომხმარებელთა უმეტესობას, მის გარეშე, საუზმე თუ ვახშამი ვერ წარმოუდგენია, ამავე დროს ახალი, პოპულარული ხილიც დახლზე დევს, ფასების ზრდის პროცესში, სახუმარო თემაც უნებურად ხელთ შერჩათ.

_ ბალი ახალი ხილია და ვისაც სახლში ბავშვები გვყავს, გვსურს, მათ ვაჭამოთ. რომ წამოვალ ბაზარში, მინდა ის ვუყიდო, რითაც გავახარებ ჩემს შვილიშვილებს. მით უფრო, როცა ბალი უყვართ. ეს ხილია და ყველი აუცილებელი პროდუქტია და მუდამ აუცილებელი. ხუმრობა იქით იყოს და პროდუქტის ფასი საკმაოდ გაზრდილია. თითქოს თვალსა და ხელს შუა მოქმედებს უჩინარი ხელი _ კარაქი, ზეთი, ბურღულეული, რძის ნაწარმი, კვერცხი, თევზი… ყველაფერი გაძვირებულია, _ გვეუბნება ხუთი შვილიშვილის ბებია ქეთინო ბერაძე. ის ამბობს, რომ ყველს თავად ჰყიდის, ლაითურიდან მოაქვს რძის პროდუქტი, სადაც მსხვილფეხა პირუტყვი ჰყავს.

_ მე ეზოში ბლის ხე არ მიდგას, სამაგიეროდ, ყველს ვყიდი და ბავშვებისთვის ბალს ვყიდულობ ხანდახან. აი, ორივე რომ საყიდელი აქვს, იმან რა ქნას? კი გეცინებათ, მაგრამ მთელი ოზურგეთი ბლისა და ყველის გათანაბრებულ ფასზე ხუმრობს, მაგრამ, ალბათ, რაღაცაშია საქმე… _ ამბობს ის და განმარტავს, რომ რძეს კვლავ 2,50 ლარად ყიდის, ისე, როგორც მთელი წლის მანძილზე ყიდდა. თუმცა, სასურსათო ობიექტებში რძის, კვერცხის და ცხიმეულის ფასმა საკმაოდ მოიმატა.

_ იანვარში რომ გამოვიდოდი ბაზარში პროდუქტის საყიდლად, კონკრეტული თანხა მომქონდა. ვიცოდი, რა უნდა მეყიდა და რამდენი. აგერ, ხუთიოდე თვეში, ორჯერ მეტი არა, მაგრამ საკმაოდ მეტია დანახარჯი. ორ ბოთლ ზეთს მაინც ვიყიდდი უფრო მეტს, ერთკვირიანი პროდუქტის მარაგისთვის. დიასახლისები ვართ და ყველაფერს ხომ ვგეგმავთ ოჯახში, რამდენი დავხარჯოთ კვირიდან კვირამდე თუ თვიდან თვემდე? ამ ხუთ თვეში მე არც ხელფასი მომმატებია, არც რაიმე სამეურნეო შემოსავალი. სამაგიეროდ, ხარჯი გაიზარდა. არ ვიცი, რა არის ფასების ასე შეფარულად ზრდის მიზეზი. ისევ სოფლის ხალხის პროდუქტია იაფი, ყველი იქნება ეს, კვერცხი თუ რძის სხვადასხვა ნაწარმი, _ გვეუბნება გარემოვაჭრე ლეილა როყვა.

_ ერთი კილოგრამი ხორცის ფასი სტაბილურად მტკიცეა, უკვე მრავალი წელია. ეს უფრო დაკვლის, გაყიდვის, ანუ რეალიზების პროცესის მოწესრიგებამ ქნა _ კარგად დარეგულირდა ეს სფერო. ხომ შეიძლება იგივე მოხდეს სხვა პროდუქტზე? გაიარეთ და ნახეთ _ ყველს, ლამის, ასფალტზე დადებულს ყიდიან _ სად არ სხედან. ხორცის საკითხი კი, მრავალი წელია, სასიამოვნოდ მოწესრიგებულია. ვერსად ნახავთ შესაბამისი მოწმობის, ბეჭდისა და ვარგისიანობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. ყველსა და სხვა პროდუქტზე რატომ ვერ მოხერხდა _ ნაკლებ სახიფათოა ჯანმრთელობისთვის? ან სტაბილური ფასი სხვა პროდუქტზე არაა საჭირო, გარდა ხორცისა? ერთ სახელმწიფოში ხომ ვცხოვრობთ. არ გიკვირთ? მე მიკვირს, მაგრამ პასუხი არ ვიცი, _ გეუბნება ერთ-ერთ სამრეწველო მაღაზიაში დასაქმებული თომა რუსიეშვილი.

როგორც მომხმარებელთა საუბრიდან ჩანს და ამას ყველა კარგად ვხედავთ, ვისაც ბაზართან შეხება გვაქვს, ამ ეტაპზე ისევ სოფლიდან, ადგილობრივ მეურნეთა მიერ გასაყიდად გამოტანილ კარტოფილს, კიტრს, ყველს თუ მწვანილს აქვს შედარებით ხელმისაწვდომი ფასი, ვიდრე მარკეტებში გამოფენილ უამრავი დასახელების პროდუქტს.

ჩვენი გულღია და აქტიური რესპონდენტი, შპს “სოფლის ნობათს” (ოზურგეთს ბაზარი) დირექტორი, სოსო სიხარულიძე, ყველაზე კარგი მცოდნეა ფასთა ცვალებადობის, ხშირად დაუზარელად გვპასუხობს არსებულ მდგომარეობაზე და საკუთარ არგუმენტირებულ პასუხებსაც არ იშურებს:

_ ახლა ბაზარში, გოჭის “ცოცხალი წონა“, ერთი კილოგრამი 20 ლარია! ბევრია! ხშირია ღორის ჭირი და მიზეზად ესეც შეიძლება დასახელდეს, რომ ყველა ვერ ზრდის, მაგრამ ქათამიც რომ უსაშველოდ გაძვირდა, ხომ ვხედავთ? სულ ახლად გამოჩეკილი წიწილები, ერთი ცალი 2 ლარი ღირს, ზოგი სამ ლარსაც აფასებს. ხომ შეიძლება, სოფელში მცხოვრებმა ოჯახებმა, ყველამ გაზარდოს ათი ქათამი მაინც? გგონიათ, ყველას ჰყავს? რატომ? გასაჭირზე წუწუნს თავი დავანებოთ! ბალახია, ხილია, საკენკის ყიდვასაც მოახერხებს ყოჩაღი ადამიანი. უფრო მეტი უჭირდა ხალხს და არ ზარმაცობდნენ… თუ არადა, ჭამონ, აბა, გაყინული და გალოდებული ქათმის ბარკლები. ერთი ქათმის ფასი 40-50 ლარს მიუახლოვდა. რატომ? იმიტომ, რომ არ არის! ცოტაა რაოდენობრივად! შინამეურნეობა რომ ეზარებათ, მწვანილიც იმიტომაა ასე ძვირი და ისიც არ ვიცით, ეკოლოგიურად სუფთა არის თუ არა ეს გაძვირებული აგროპროდუქტი. მერე უკვირთ შემპარავი ფასები მატება. რაც შეგიძლია ადამიანს, იმის მაქსიმუმი უნდა გააკეთო, _ ამბობს ბატონი სოსო, თან ჩვეული ღიმილით გვაფრთხილებს, მწარედ აფერი დაწეროთ მანდ, სიმართლეს ხომ ვამბობო.

ახლა ოზურგეთში, ყველის ფასი, წლის დასაწყისთან შედარებით, ლამის, განახევრებულია და ეს სამომხმარებლო კალათას კარგ ფონს უქმნის, თუმცა, პურპროდუქტის და ყველანაირი ზეთის, ცხიმის, ტკბილეულის თუ სასმელების ფასი მომატებულია და მომხმარებელთა უმრავლესობა გამუდმებით წუწუნებს ფასების შემპარავ ზრდაზე.

ახლა ვნახოთ ოფიციალური მონაცემები, რას გვთავაზობს სტატისტიკის საქართველოს ეროვნული ბიურო:

“საქსტატის 2025 წლის მარტში, ზოგადად, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი გაიზარდა. ყველაზე ძალიან რაზეც სოციუმი რეაგირებს, კვების პროდუქტებზე ფასების ზრდაა, რაც 2,4 პროცენტითაა მომატებული.

 საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ამ ჯგუფში ფასები გაიზარდა 8,3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2,82 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები 22,5 პროცენტით მომატებულია ზეთსა და ცხიმზე, ბოსტნეული და ბაღჩეული 17,6 პროცენტითაა გაძვირებული, ხოლო ყავა, ჩაი და კაკაო _ 15,4 პროცენტით.

შაქარს, ჯემსა და ტკბილეულზე ფასები 9,5 პროცენტითაა გაზრდილი, ხოლო პურსა და პურპროდუქტზე 8,4 პროცენტით. 8,0 პროცენტითაა გაძვირებული მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები. თევზეული 10,6 პროცენტით გაძვირდა, რძე და კვერცხი 6,9 პროცენტით. თევზეულიც 6,9 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები 2,2 პროცენტით“.

არის საწინააღმდეგო მაჩვენებელიც _ საქსტატის მონაცემებით, ფასები 4,7 პროცენტით არის შემცირებული ხილსა და ყურძენზე.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

სოსო სიხარულიძე
გაზიარება5Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ყველაფერი ნაცრად იქცა, დაივსო ოჯახი, ვერაფერი გადაარჩინეს” _ ხანძარი ჩოხატაურში

17:54; 19 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

სამეგრელოში ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა

16:29; 19 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

უვარგისი გაყინული ქათმის ხორცი საქართველოს საზღვრიდან ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს

15:07; 19 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

რიონისპირა მდებარე ავარიული სახლის ფრაგმენტი ჩამოიშალა

14:56; 19 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ისანში საცხოვრებელ სახლში ხანძარია _ კადრებო სოციალურ ქსელში ვრცელდება

13:29; 19 დეკემბერი, 2025

უნდა მიიღოს თუ არა მონაწილეობა ოპოზიციამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში

კობახიძე: პოლონეთის პარლამენტში მოვისმინეთ მუქარა და შანტაჟი

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“ვიზალიბერალიზაციის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს”

18:54; 19.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნესისთვის მოლაპარაკების მართვის ვორკშოპი გაიმართა

18:32; 19.12.2025
საზოგადოება

“ყველაფერი ნაცრად იქცა, დაივსო ოჯახი, ვერაფერი გადაარჩინეს” _ ხანძარი ჩოხატაურში

17:54; 19.12.2025
ფინანსები

გაატარეთ ახალი წელი ვაზისუბნის მამულში და შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO და Visa-სთან ერთად

17:04; 19.12.2025
სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

16:59; 19.12.2025
სამართალი

ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს

16:49; 19.12.2025
საზოგადოება

სამეგრელოში ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა

16:29; 19.12.2025
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:02; 19.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა

15:42; 19.12.2025
საზოგადოება

უვარგისი გაყინული ქათმის ხორცი საქართველოს საზღვრიდან ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს

15:07; 19.12.2025
საზოგადოება

რიონისპირა მდებარე ავარიული სახლის ფრაგმენტი ჩამოიშალა

14:56; 19.12.2025
პოლიტიკა

“საკანონმდებლო ცვლილებით “ოცნება” ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარებაზე უარს ეუბნება”

14:24; 19.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 500-ზე მეტმა სტუდენტმა შეავსო

14:07; 19.12.2025
საზოგადოება

ისანში საცხოვრებელ სახლში ხანძარია _ კადრებო სოციალურ ქსელში ვრცელდება

13:29; 19.12.2025
სამართალი

პენიტენციური სამსახური ზურაბ ჯაფარიძის საპატიმროდან გათავისუფლების საკითხზე განცხადებას ავრცელებს

13:22; 19.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025
0

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო