https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

უნდა მიიღოს თუ არა მონაწილეობა ოპოზიციამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში

12:17; 12.06.2025
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

როგორც პროგნოზირებადი იყო, ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია დუღილის ნიშნულს უახლოვდება _ თემა მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებია, რომელშიც მიიღებს თუ არა მონაწილეობას ოპოზიციურ სპექტრი, ჯერაც უცნობია. უფრო მეტიც, სწორედ ეს საკითხი გახდა განსაკუთრებით სადაო, რაც, წესით, პროგნოზირებადი იყო კიდეც.

მოკლედ, რუსთაველზე პროტესტი კვლავ გრძელდება, მართალია, სიმწვავე და მასშტაბურობა მცირეა, მაგრამ მუხტი მაინც ნარჩუნდება. ამასთან, პოლიტპატიმრების ბედიც გაურკვეველია და ამ პროტესტის მთავარი ძალა სწორედ მათი ახლობლები და ოჯახის წევრები არიან, გულანთებულ ახალგაზრდებთან ერთად. ამას ემატება პოლიტიკური ლიდერების დასჯაც _ რამდენიმე ლიდერი უკვე ციხეშია, რამდენიმეს იგივე ბედი ელის და ეს ყველაფერი ქმნის სურათს, როცა არჩევნებზე ფიქრიც კი ზედმეტია.

მაგრამ რეალობა გაცილებით რთულია ოპოზიციისთვის _ ხელისუფლება კრიზისიდან თავის დასაღწევად აქცენტს სწორედ თვითმმართველობის არჩევნებზე აკეთებს და ამით ცდილობს ლეგიტიმაციის პრობლემის გაქარწყლებას.

სწორედ ამ ფონზე ოპოზიციაში აზრი ორადაა გაყოფილი. ერთი ნაწილი კატეგორიულად არას ამბობს საარჩევნო პროცესებში შესვლაზე. მათი აზრით, არ არსებობს არანაირი წინაპირობა, რომ ადგილობრივი არჩევნების ჩატარება შესაძლებელი იქნება თავისუფალ და სამართლიან გარემოში.

ნაწილი კი, არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. მათი მთავარი არგუმენტია, რომ შესაძლებელია ოპოზიციამ “ოცნებას” წაართვას დიდი ქალაქები: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი. რა თქმა უნდა, ეს ერთიანობის შემთხვევაში, მაგრამ სწორედ ეს ერთიანობა პრობლემა.

გიორგი გახარიას პარტია კარგა ხანია აანონსებს, რომ არჩევნების ბოიკოტი არ შედის მის გეგმაში; იმავეს აფიქსირებს იაგო ხვიჩიას “გირჩიც”. ამ დღეებში “ლელო _ ძლიერმა საქართველომაც” დაადასტურა, რომ არ გამორიცხავს მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში და ამისთვის დანარჩენ ოპოზიციასთან დიალოგის გახსნა დააანონსა. სწორედ მამუკა ხაზარაძის გუნდის ამ განცხადებამ გამოიწვია “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი წიაღიდან წამოსული პარტიების მხრიდან დიდი აგრესია და მთავარი კრიტიკის ობიექტად სწორედ “ლელო _ ძლიერი საქართველო” იქცა.

ამ თემაზე ლანჩხუთის ოპოზიციურ პარტიების ლიდერებს ვთხოვეთ აზრის გამოთქმა და დავინტერესდით, არიან თუ არა ისინი მზად როგორც ბოიკოტისთვის, ასევე, არჩევნებში მონაწილეობისათვის.

“სანაძლეოს ჩამოვალ, ვერც გახარია და ვერც ლელო მაჟორიტარობის კანდიდატებს ვერ იპოვიან, ყველა მაჟორიტარული თემი და სოფლები რომ დაფარონ ბოლომდე, საქართველოს მასშტაბით. მით უმეტეს, 2017 წლის კანონმდებლობიდან გამომდინარე, როცა “ქოცების” გათვლა, გაზრდილ მაჟორიტარების რაოდენობაზეა აგებული სწორედ (მოგება–წაგებას დავანებოთ თავი) და იმიტომაც დააბრუნეს უკან ამდენი წლის კანონი.

რაის არჩევნებში მიდიან და თუ რამეს ვაჭარბებ, დაელაპარაკონ მათ პარტაქტივს ადგილებზე.

ეს წმინდა პრაგმატული თვალსაზრისით, დანარჩენი ყველაფერი რომ გვერდით გადავდოთ ,გახსნილია დისკუსია და მიპასუხონ, ჰქონდათ თუ არა ეს პრობლემა 2021-შიც კი, როცა მაჟორიტარების რაოდენობა განახევრებული იყო ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით?

ეს ისეთი სპეციფიკური არჩევნებია, მართლა დეტალებში რომაა ეშმაკები დამალული ნორმალურ პირობებშიც კი და თან ახლა და თან ვისთან…” _ დაწერა ფეისბუქზე ნაციონალური მოძრაობის ლანჩხუთელმა ლიდერმა კახა ასკურავამ.

ასკურავას მოსაზრებით, პროტესტი რუსთაველზე არსად გამქრალა: “პროტესტმა სწორედ იმის გამო, რომ ბარიერგადალახულმა ოთხმა პარტიამ ვერანაირი ენა ვეღარ გამონახა მას მერე, რაც ივანიშვილმა მიიტაცა არჩევნები, ლატენტურ ფაზაში გადაინაცვლა და იმ მომენტიდან, რაც საზოგადოება დაინახავს, რომ ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანდება ის პარტიები ვისაც ნდობა გამოუცხადა 2024-ში, პროტესტი ისევ იმ ძალით იფეთქებს და კიდევ მეტითაც, გააჩნია რას შესთავაზებ!

საზოგადოების დეზორიენტირებაში ჯერ გახარიამ შეიტანა ლომის წილი და ახლა “ლელოს”  შეაქვს იმ პოზიციით, რომ იმ არჩევნებში აპირებს შესვლას, სადაც კონსტიტუციურადაც კი არ იცვლება ცენტრალური ხელისუფლება, იმას რომ შევეშვათ, ვის და რა პირობებში მიყვებით არჩევნებში“, _ ამბობს ასკურავა და დასძენს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა სრულიად ალოგიკურია:

“ამას “ქოცები” მათ სასარგებლოდ გამოიყენებენ და დასავლეთს ეტყვიან, რაის კრიზისი, რაის პრორუსულობა, აგერ გაბრწყინებულმა პროდასავლურმა პარტიამ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა ვინც 2024-ში ბარიერი გადალახაო.”

 “არსებულმა მოვლენებმა ცხადად წარმოაჩინა, რომ პარტია “ლელო–ძლიერი საქართველო” ქვეყნის პოლიტიკურ ავანსცენაზე ანგარიშგასაწევ მოთამაშედ იქცა“, _ ასე მიაჩნია ამ პარტიის ლანჩხუთის ორგანიზაციის ლიდერს, გოჩა ჯანაშიას, რომელიც აცხადებს, რომ პარტია მზად არის მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. ასევე, არ გამორიცხავს ბოიკოტს, ოღონდ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგის გარეშე, გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება:

“ძალიან რთულ პოლიტიკურ რეალობაში ვიმყოფებით, ერთის მხრივ ხელისუფლება ლეგიტიმაციას ვერ ახერხებს, მეორეს მხრივ საპროტესტო მუხტი დაეცა და ოპოზიციის საპროტესტო ერთობა ვერ შედგა. ამ ფონზე ხელისუფლება აქეთ გადმოდის შეტევაზე და ცდილობს, რამენაირად განიმტკიცოს საკუთარი მყიფე მდგომარეობა.

ამის შანსი მას ეძლევა ადგილობრივი არჩევნების წარმატებით ჩატარების შემთხვევაში და თუ მან მოახერხა ამ არჩევნების ლეგიტიმაცია, მაშინ კრიზისსაც დაძლევს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი მოლოდინი აქვთ მმართველ პარტიაში, მაგრამ რეალობა არც ისე მარტივია, როგორც იქ ჰგონიათ. ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ არ გამორიცხა, რომ ადგილობრივ არჩევნებში შევიდეს, მაგრამ ეს ჯერ ერთი შესაძლო ვარიანტია. უფრო სწორად, ჩვენ არ ვემხრობით ისეთ ბოიკოტს, სადაც ყველა პროდასავლური ძალა არ იქნება წარმოდგენილი. ასევე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ძალთა ერთობას შეუძლია დისკომფორტი შეუქმნას ხელისუფლებას და ბრძოლის შედეგად აქა–იქ თუ არ მოუგოს, შეარყიოს მაინც სახელისუფლო მმართველობა. ეს, უპირველესად, დიდ ქალაქებშია შესაძლებელი. ყოველ შემთხვევაში, ხელი შეუშალოს ფსევდოოპოზიციის ხელოვნურად აღმოცენების პროცესს.

 ამავდროულად, “ლელო _ ძლიერი საქართველო” მზადაა დაჯდეს დიალოგის მაგიდასთან და სხვა ვარიანტებიც განიხილოს. თუნდაც ბოიკოტის თემაც და თუ ბოიკოტის მომხრე ძალებიდან არგუმენტირებული მოსაზრებები იქნება, ის შეუერთდება ამ პროცესს.

რაც მთავარია, უნდა აიხსნას ყველა დეტალი, ყველა ნიუანსი და ფართო კონსესუსის საფუძველზე მოხდეს საერთო ოპოზიციური შეთანხმება.

სამწუხაროდ, ჩვენს ამ წინადადებას ძალიან ცუდი რეაქცია მოჰყვა უპირველესად “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან და მგონი მოვიდა დრო, ამ ძალამ “უფროსი ძმის” პოზიციიდან შეეშვას დირექტივების გაცემას და პარტნიორული პოზიცია გამოავლინოს, სადაც ყველას აზრი მისაღები იქნება და საღი მსჯელობის შედეგაგ მოხდება სწორი გადაწყვეტილების მიღება.

ისე, ამ რეაქციებმა ცხადყო, რომ “ლელო–ძლიერი საქართველო” ანგარიშგასაწევი ძალაა ქართულ პოლიტიკაში და მისი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია. მეტს ვერაფერს გეტყვით _ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, სრულიად ოპოზიციური სპექტრი მოახდენს თუ არა გაერთიანებას და ურთიერთდიალოგის შედეგად მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ეს ეხება, უპირველესად, იმ ოთხ ოპოზიციურ პარტიას, რომლებიც მოიაზრებიან პროდასავლურ მთავარ ძალად და რომლებმაც აქამდე, სამწუხაროდ, საჭირო ერთიანობა ვერ გამოავლინეს. დროა გამოავლინონ, თორემ მერე გვიან იქნება“, _ დასძინა ჯანაშიამ.

სოფო წილოსანი

ავტორი

გოჩა ჯანაშიაკახა ასკურავა
გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა

21:19; 16 სექტემბერი, 2026
მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა

ყაველაშვილმა ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

18:48; 16 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

სუს-ის ყოფილ უფროსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18:15; 16 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია

16:54; 16 სექტემბერი, 2026
x
პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე – Enka-სთან დაკავშირებით ვაშინგტონის გადაწყვეტილებაც ექვემდებარება გასაჩივრებას

16:34; 16 სექტემბერი, 2026

კობახიძე: პოლონეთის პარლამენტში მოვისმინეთ მუქარა და შანტაჟი

ანა წითლიძე: ის, რომ ამაზე დისკუსია მიმდინარეობს არის ძალიან ცუდი, პასუხისმგებლობა ეკისრება “ოცნებას” და ივანიშვილს

ყველა სიახლე

საზოგადოება

გადაუდებელი და სასწრაფო ამბავია _ ერთად ვიბრძოლოთ გიორგის სიცოცხლისთვის!

22:46; 16.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა

21:19; 16.09.2026
მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა

ყაველაშვილმა ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

18:48; 16.09.2026
სამართალი

ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში – ლილუაშვილის ადვოკატი

18:40; 16.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

18:23; 16.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის ყოფილ უფროსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18:15; 16.09.2026
ფინანსები

SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს

17:45; 16.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:38; 16.09.2026
ფინანსები

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი 17 სექტემბრისთვის

17:12; 16.09.2026
სამართალი

შსს-მ ქვემო ალვანში 10 წლის ბავშვის მიმართ შესაძლო იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

17:07; 16.09.2026
ფინანსები

Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ $2.7 მილიარდად შეაფასა

17:00; 16.09.2026
პოლიტიკა

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია

16:54; 16.09.2026
x
პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე – Enka-სთან დაკავშირებით ვაშინგტონის გადაწყვეტილებაც ექვემდებარება გასაჩივრებას

16:34; 16.09.2026
სამართალი

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინეს

14:58; 16.09.2026
ფინანსები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

14:54; 16.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო