დღეს, 4 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელების“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, _ ინფორმაციას batumelebi.netgazeti.ge ავრცელებს.
დღეს დაცვის მოწმის სახით იკითხება „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი, ეთერ თურაძე.
„აბაშიძის დროს ამ დარბაზში მივეცი ჩვენება ასლან აბაშიძის პოლიციის უფროსის წინააღმდეგ. ამ დარბაზში მივეცი ჩვენება სააკაშვილის დროს კუდის მაღალჩინოსნის წინააღმდეგ და დარწმუნებული ვარ, მოვა დრო და ამ დარბაზში მივცემ ჩვენებას ირაკლი დგებუაძის და გრიგოლ ბესელიას წინააღმდეგ“ – ასე დაიწყო მზია ამაღლობელის სასამართლოზე ჩვენების მიცემა „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემ.



































































