როგორც უკვე ვწერდით, გუშინ თავი მოიკლა რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა რომან სტაროვოიტმა თავი მას შემდეგ, რაც ის პუტინმა თანამდებობიდან მოხსნა.
2022 წლიდან, მას შემდეგ რაც პუტინი უკრაინაში შეიჭრა, უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალნენ მსხვილი კომპანიების ტოპ-მენეჯერები, რომლებიც საკმაოდ ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ სახელმწიფო და ნავთობისა და გაზის კერძო კომპანიებთან.
_ 2022 წლის იანვარი _ „გაზპრომინვესტის“ სატრანსპორტო სამსახურის უფროსი ლეონიდ შულმანი თავის აგარაკზე მკვდარი იპოვნეს.
_ 2022 წლის თებერვალი _ „გაზპრომის“ ერთ-ერთი მსხვილი ცენტრის დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ტიულიაკოვი საკუთარ ავტოსადგომში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
_ 2022 წლის აპრილი _ „გაზპრომბანკის“ ვიცე-პრეზიდენტი ვლადისლავ ავაევი ცეცხსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს საკუთარ სახლში. ოთახში მისი მეუღლის და შვილის, არასრულწლოვანი გოგონას გვამიც იყო.
_ 2022 წლის აპრილი _“ნოვატეკის“ ყოფილი ტოპ-მენეჯერი სერგეი პროტესენია მკვდარი იპოვეს ესპანეთში, საკუთარ ვილაში. მასთან ერთად, მკვდრები იპოვეს მისი მეუღლე და გოგონა.
_ 2022 წლის მაისი _ „ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს ყოფილი წევრი ალექსანდრე სუბოტინი საკუთარ სახლში მკვდარი იპოვეს _ სიკვდილის მიზეზად გულის უკმარისობა დასახელდა.
_ 2022 წლის ივლისი _ „გაზპრომის“ კონტრაქტორი კომპანიის „ასტრა შიპინგის’ დამფუძნებელი იური ვორონოვი საკუთარი აგარაკის აუზში მკვდარი იპოვეს _ მას ტყვია შუბლში ჰქონდა მოხვედრილი.
_ 2022 წლის აგვისტო _ „ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე რავილ მაგანოვი მოსკოვში, ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ფანჯრიდან გადმოვარდა, სადაც მკურნალობას გადიოდა.
_ 2022 წლის დეკემბერი _ ხანტი-მანსიისკში, „ლუკოილის“ შვილობილი კომპანიის „კოგალიმნეფტეგაზის“ გენერალური დირექტორი ოლეგ ზაცეპინი საკუთარ კაბინეტში მკვდარი იპოვეს.
_ 2023 წლის თებერვალი _ „Urals Energy”-ს თანადამფუძნებელი ვიაჩესლავ როვნეიკო რუბლიოცკაში, საკუთარ სახლში მკვდარი იპოვეს.
_ 2023 წლის ოქტომბერი _ “ლუკოილის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ვლადიმერ ნეკრასოვი გულის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა.
_ 2024 წლის მარტი _ “ლიკოილის” ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი რობერტუსი მკვდარი იპოვეს მოსკოვში, საკუთარ ოფისში.
_ 2025 წლის ივლისი _ “ტრანსნეფტის” ვიცე პრეზიდენტი ანდრეი ბადალოვი მოსკოვში, რუბლიოვკის შოსეზე საკუთარი სახლის ფანჯრიდან გადმოვარდა.
_ 2025 წლის ივლისი _ მინისტრობიდან მოხსნილმა რომან სტაროვოიტმა თაავი მოიკლა.
































































