რამდენიმე წუთის წინ სენაკში უბედური შემთხვევა მოხდა.
როგორც “გურია ნიუსს” ადგილიდან აცნობეს, მოზარდს დენმა დაარტყა.
“ორი მოზარდი მატარებლის ვაგონზე აძვრა და მაგ დროს მოხდა უბედური შემთხვევა _ ერთ-ერთს დენმა დაარტყა. კონტაქტური არის. ადგილზე ამ წუთებში სასწრაფო და პოლიციის ეკიპაჟები არიან”, _ გვეუბნება წყარო.
დაშავებული, სავარაუდოდ, ზუგდიდში გადაჰყავთ.

































































